FM97.5 / LIVE

ვალეში საცხოვრებელი კორპუსი ისევ წყლით იტბორება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.09.2016
ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე ხუთ ნომერში მდებარე კორპუსში ახალციხის გამგეობის თანამშრომლები დაზიანების ადგილის პოვნასა და მის აღმოფხვრას ამ დრომდე ცდილობენ.

ვალეში საცხოვრებელი კორპუსი ისევ წყლით იტბორება

მას შემდეგ რაც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლა და დაასკვნა, რომ აქ არსებული პრობლემა მათი კომპეტენცია არაა დაზიანების ადგილის პოვნას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ცდილობენ.

„ათი დღეა გამგეობას მუშები მოყავს და ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ რა არის დაზიანებული. ჯერ ჩემ მეზობელს, გაიანე აივაზიანს დააბრალეს, შენი ქსელის ბრალიაო, მერე იმან შეცვალა და მაინც იტბორება. ვერ გავიგეთ რა ხდება“, – ამბობს ადგილობრივი ილონა ბათმანაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ დაზიანებული ნამდვილად შიდა ქსელია და მის აღმოფხვრას ამ დრომდე ცდილობენ.
„ადგილობრივებმა მილები რომ შეცვალეს, ის ძველ დამპალ ქსელს მიაერთეს და მიზეზი ეს აღმოჩნდა, იმ ძველი მილებიდან ჟონავს წყალი. ამ დაზიანებას მოსახლეობა თვითონ ვერ მიაგნებდა. მუშაოებენ ამ დრომდე და მალე მოგვარდება ყველაფერი“, – ამბობს ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი ხუთი თვეა წყლით იტბორება. აქ ჯერ გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია ცდილობდა დაზიანებული ადგილის პოვნას, ახლა კი პრობლემის აღმოფხვრას გამგეობის წარმომადგენლები ცდილობენ.

ვალეში საცხოვრებელი კორპუსი ისევ წყლით იტბორება

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება
ვალეში, ის კორპუსი ინგრევა, რომელიც ხუთი თვე წყლით იტბორებოდა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება
ვალეში წყლით მომარაგება აღდგა
გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
ახალციხეში, პოლიციის ეზოში ახლადმოწყობილი სკვერი წყლით იტბორება
ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]