FM97.5 / LIVE

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2016
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია", ვალეში დატბორილი კორპუსის საკითხს, მის კომპეტენციად არ მიიჩნევს, თვითმმართველობა კი, ამ ხნის განმავლობაში, პრობლემის მოგვარებას, ისევ აღნიშნული უწყებიდან ელოდება;

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება

ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე, N5-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსი ყოველ დილით იტბორება. შენობის მარჯვენა კუთხეში ჩამოშლილი კედლის ნაწილიდან წყალი ჟონავს და როგორც კორპუსის შიდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიას, წყლით ფარავს. რა მოიშალა კორპუსში მაცხოვრებლებმა არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ შენობიდან წყალმა დინება ხუთი თვის წინ დაიწყო.

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება „ვერ გაივლი იმხელა წყალი დგას, შენობა ისეც დანგრეული იყო და ახლა უფრო მეტად ავარიულია, კორპუსის შიგნიდან საძირკველი ჩანს უკვე. ღამე დაძინების გვეშინია“, – ამბობს აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები სვეტა კოტოიანი.

ადგილობრივების თქმით, მათ საკუთარი ხარჯებით წყლის სისტემა შეცვალეს, თუმცა კორპუსთან წყალმა დინება მაინც არ შეწყვიტა.

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება „ივლისის შუა რიცხვებში გამოვცვალეთ მილები, თითო ოჯახს 200 ლარი დაგვიჯდა. საშუალებაც აღარ გვაქვს, კიდევ რაიმე რომ გავაკეთოთ“, – აცხადებს ადგილობრივი გაიანე აივაზიანი.

მაჭარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა, იმ დღესვე, როცა კორპუსი პირველად დაიტბორა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართეს. ამბობენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ადგილზე იმ დღესვე მივიდა.

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება „მოვიდა ნახა, დაგვპირდა გაგიკეთებთო. იმის მერე ზუსტად ხუთი თვე გავიდა, "წყალკანალის" ხალხის მოვიდა, გამგებლის წარმომადგენელი ბარბლიშვილიც, მაგრამ მას შემდეგ ერთმანეთს აბრალებენ და არაფერს აკეთებენ. სახლი რომ თავზე დაგვენგრეს, რომელი აიღებს პასუხისმგებლობას?!“ – კითხულობენ მაჭარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.

ვითარების შესახებ ინფორმირებულია ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი. ამბობს, რომ აქ ამ ხნის განმავლობაში დაზიანების წერტილს "წყალკანალი" ეძებდა: „ცოტახანი შევწყვიტეთ კიდეც წყლის მიწოდება, რომ გაეგოთ სად იყო დაზიანება. ყველა მხრიდან შეამოწმეს კომუნიკაცია და დაზიანება ვერ ნახეს. ახლაც იქ არიან და არ ვიცი რომელ მილს გადაკეტავენ დროებით, რომ ნახონ სად არის დაზიანება“.

ხუთი თვეა ვალეში კორპუსი წყლით იტბორება შეკითხვაზე, ამ ყველაფერს ხუთი თვე რატომ დასჭირდა, ბარბლიშვილი გვპასუხობს: „ამ პროცედურებს წყალკანალის მხრიდან დღეები და რამდენიმე კვირაც კი დასჭირდა“.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ის ტერიტორია სადაც დაზიანების აღმოფხვრა მათი კომპეტენციაა, დიდი ხნის წინ შემოწმდა და გაირკვა, რომ პრობლემა შიდა ქსელია: „ეს კი ჩვენი კომპეტენცია არაა“.

ახალციხის ადგილობრივ თვიმმართველობაში კი ამბობენ, რომ თუ პრობლემა შიდა ქსელია, ამის მოგვარებას მობინადრეებთან ერთად ეცდებიან. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ამ წუთშიც ადგილზე არიან გასულები და პრობლემას სწავლობენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში საცხოვრებელი კორპუსი ისევ წყლით იტბორება
ვალეში, ის კორპუსი ინგრევა, რომელიც ხუთი თვე წყლით იტბორებოდა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
ვალეში სასმელი წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ