FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
ასპინძის ქუჩაზე, N38 კორპუსის მიმდებარე ეზო რამდენიმე დღეა წყლით ივსება. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, წყალმომარაგების კომპანიამ მიწა იმ ადგილზე გათხარა, სადაც დაზიანება არ იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახი სამი დღე უწყლოდ დარჩა.

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება

ასპინძის ქუჩაზე, სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო, უკვე ერთ კვირაზე მეტია ეზო მაშინ იტბორება, როცა დღეში ორჯერ განრიგის მიხედვით, სისტემაში წყალს უშვებენ.

ტალახისა და წყლის გუბეების გამო, ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ. წყლის დიდი გუბეებია სადარბაზოების შესასვლელთანაც.

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, წყალმომარაგების კომპანიიდან წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ. 15 მაისს კი პრობლემის მოგვარება დაიწყეს, თუმცა მიწა იმ ადგილის ნაცვლად, სადაც დაზიანებული მილი გადიოდა, სხვაგან ამოთხარეს. რის გამოც, სისტემაში მიერთებულ რამდენიმე ოჯახს წყალი ჩაუჭრეს.

„სადაც წყალი არ ამოდიოდა იქ არ ამოთხარეს და ჩემი და კიდევ სამი მოსახლის მილები ჩაჭრეს, როგორც ვიცი, გვერდზე კორპუსის მცხოვრებლებმა უთხრეს ეს დაზინების ადგილი კი არა, მეორე მხარე ამოთხარეო და ჩაჭერი ეგ მიერთებებიო. სამი დღე წყალი არ მქონდა და ბოლოს გადავაერთე სადარბაზოს წყლის მილზე და ახლა მაქვს“, - ამბობს ადგილობრივი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვითხრეს, რომ სამუშაოების დროს, იმ ადგილის ამოთხრას აპირებდნენ, სადაც წყალი ამოდიოდა, თუმცა კორპუსის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ გვერდზე ამოეთხარათ და ძველი მიერთებები ჩაეჭრათ, რადგან დაზიანება შეიძლება იქიდან მოდიოდა.

„წყალი ისეთი თემაა, რომ საიდანაც ამოდის შეიძლება იქ არაა დაზიანება და ადგილობრივებმა რომ გვითხრეს ის ადგილი, სადაც გამანაწილებელი იყო ჩვენც საჭიროდ ჩავთვალეთ იქ ამოგვეთხარა. ჩავჭერით, მაგრამ წყალი ისევ ამოდის, ანუ დაზიანება სხვაგანაა. ეგ ადგილი ისედაც დაზიანებული იყო და დღეს ან ხვალ ეგ გასკდებოდა და პრობლემა შეიქმნებოდა ისევ“, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი გოგოლაური.

მათივე თქმით, კორპუსის მცხოვრებლებს თვითნებური მიერთებები აქვთ ქსელზე, რაც პრობლემას მუდმივად ქმნის: „ამდენი თვითნებური მიერთებები რომ არის, პრობლემა იმიტომ იქმნება. წყალი ყველა კორპუსში შედის მილით, არ ყოფნით ის და კიდევ ცალკე სხვა მილიდანაც იღებენ?! 60 ოჯახს გარედან მილი თვითნებურად რომ ჰქონდეს გაყვანილი რა დღეში ვიქნებით?! ყველას ყოფნის კორპუსში ეს წყალი და მათ არა“.

გოგოლაურის განმარტებით, კომპანიის თანამშრომლები 18 მაისს მივლენ უბანში და პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან.

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე კორპუსის ეზო იტბორება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
ასპინძის ქუჩაზე წყლის დაზიანებული მილი შეაკეთეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში 8 ქუჩას წყალი შეუწყდა - დაზიანებულია სასმელი წყლის ცენტრალური მილი
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?