FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 24.09.2016
დღეს, 24 სექტემბერს N37-ე ახალციხის საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა სოფელ წყრუში მცხოვრებლებს ამომრჩევლებს, არჩევნების დღესთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.

  ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს

#27-ე სოფელ წყრუთის საარჩევნო უბანზე, ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა წყრუთის საუბნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივებმა მიიღეს.

„ეს შეხვედრები, ეთნიკური უმცირესობებისათვის, კენჭისყრის დღის პროცედურების გაცნობას ისახავს მიზნად. იმისათვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გაიგონ რისი უფლება აქვთ უბანზე“, -განაცხადა, #37-ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა.

მისივე თქმით, არჩევნების დღემდე საოლქო კომისიის წევრები, ახალციხეში კიდევ 7 საარჩევნო უბანს შემოივლიან და ეთნიკურ უმცირესობებს არჩევნებთან დაკავშირებით, თავიანთ უფლებებს გააცნობენ. ასევე ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ.

იმიტირებული არჩევნების გარდა, დღეს #27-ე წყრუთისსაარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც აირჩიეს.
როგორც გაირკვა, პირველად არჩეული მოადგილე ერთერთი პარტიის წარმომადგენელი იყო, რომელიც პარტიამ შეცვალა და ახალი მოადგილის არჩევა გადა საჭირო.

„არჩევნების დღემდე, ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს თავისი წარმომადგენელი შეცვალოს საუბნო კომისიაში, მსგავსი შემთხვევები კი ხშირად ხდება“, -გვითხრა, თეა გავაშელმა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
15:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობა 35,14%-მა მიიღო