FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.11.2016
N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სანიმუშოდ შესრულებული საქმიანობისთვის, საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა.

ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა

სიმბოლური საჩუქრებით N14 აწყურის, N18 პამაჯის, N32 ახალციხის, N13 ანდრიაწმინდის, N16 კლდისა და N9 ვალის საუბნო კომისიის თამჯდომარეები დაჯილდოვდნენ. საჩუქრები იმ თამჯდომარებმა მიიღეს, ვისაც შენიშვნა და გაფრთხილება არ მიუღიათ.

„გულწრფელი, კეთილსინდისიერი მუშაობისთვის და ჩვენი გვერდში დგომისთვის დაჯილდოვდნენ. პირველი პრეცენდენტია, მაგრამ როგორც შევძელით, ისე გავაკეთეთ“, – ამბობს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი. მისი იდეა იყო თავმჯდომარეების დაჯილდოვება.

„მეხუთე არჩევნები იყო კომისიის თავმჯდომარის რანგში. ყველა არჩევნები ჩემთან გადაცდომების გარეშე ჩატარდა. მადლობელი ვარ ამ ინიციატივის და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების“, – ამბობს N14 აწყურის კომისიის თამჯდომარე ანზორ ბარძიმაძე.

თეა გავაშელი ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე რთული იყო, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნებიც დაემთხვა.

„თითოეულ კომისიის წევრს მადლობას ვუხდი. ძალიან ამაყი ვარ. გასულ წლებში მეტი საჩივრები და შენიშვნები იყო. წელს რამდენიმე თავმჯდომარე – მდივნის გაფრთხილება შენიშვნით შემოვიფარგლეთ. წინა 2012, 2013, 2014 წლებში კომისიის წევრებს ხელფასებიც დააკლდათ“, – ამბობს თეა გავაშელი.

ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თეა გავაშელი მესამე ვადით აირჩიეს
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ენმ-ს ბრალდებები ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მისამართით
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)