FM97.5 / LIVE

პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.06.2014
ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, ფიქსირდება მცირე დარღვევები.

პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ახალციხეში

„ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი ოლეგ ძოწენიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თითქმის ყველა უბანზე დგანან და აგიტაციას ეწევიან: „ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ 41 შემოხაზონ“.

„სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი გოჩა ათოშვილი ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ: „უმნიშვნელო დარღვევები იყო, თუმცა ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრები მაინც დაწერეს. მაგალითად, N5 ახალციხის უბანზე კომისიის წევრმა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენი წაართვა, ვითომ აინტერესებდა სწორედ ჰქონდა თუ არა შევსებული“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში აცხადებენ, რომ არჩევნები მცირე ექსცესებით მიმდინარეობს. „ნაციონალებმა“ რამდენიმე უბანზე საჩივრებიც დაწერეს.

„N12 აგარისა და N23 ფერსის უბნებზე არ მოგვცეს ვიდეოს ხანგრძლივად გადაღების უფლება. ასევე, ამავე უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები არ ჩაანაცვლეს. N2 უბანზე ამომრჩეველმა სხვის მაგივრად მისცა ხმა. ამავე უბანზე კაბინაში აღმოაჩინეს ფურცელი, რომელზეც ეწერა 41“ ,– განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის თამარ სამსონიძის თქმით, საარჩევნო უბნებთან უშიშროების წარმომადგენლები დგანან.

„ჩაბურული ავტომანქანებით მოძრაობენ პირები, რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, უშიშროების წარმომადგენლები არიან. თითქმის 10 საარჩევნო უბანზე ვიყავი, ერთ–ერთ უბანზე, ქალაქ ვალეში, კარებთან ზის ოცნების წარმომადგენელი და ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ შემოხაზონ 41“,– განაცხადა სამსონიძემ.

„ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებს უბნებზე დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. მათი შეფასებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
15:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში არჩევნებში მონაწილეობა 35,14%-მა მიიღო
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
'ოცნების' და 'ნაციონალების' მხარდამჭერები ურაველის უბანზე [Photo]
არლის დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ფეიქრიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა
ახალციხის მე–4 უბანზე არჩევნებს მმართველი გუნდი იგებს
ხმაური გადასატანი ყუთების ირგვლივ