FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 14.03.2019
ახალციხეში, თამარ მეფის, სერაპიონ ზარზმელის, თამარაშვილის, ასპინძისა და მიქუტიშვილის ქუჩების ფერდობებზე და ჩიხებში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, სამშენებლო ნარჩენები ყრია. დაბინძურებულია მდინარე ფოცხოვის სანაპიროებიც.

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

მიქუტიშვილის ქუჩის გასწვრივ, მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია.

„ჩვენთან ურნები დგას, ვიდრე დადგამდნენ, ნაგვის მანქანაა მოდიოდა ხოლმე და იქ ვცლიდით დაგროვილ ნარჩენებს. ყველა ურნაშია არ ყრის, მიაქვთ და მდინარის ნაპირზე აგდებენ. მაგიტომაა მანდ სულ ნაგავი“, – ამბობს მიქუტიშვილის N22–ში მცხოვრები დარეჯან გვირჯიშვილი.

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

დანაგვიანებულია მესხეთის სტადიონის გასწვრივ თამარ მეფის ქუჩაც, რომელიც ასპინძისა და რუსთაველის ქუჩებს ერთმაენთთან აკავშირებს. აქ როგორც სამშენებლო, ასევე, საყოფაცხოვრეო ნარჩენები ყრია.

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

ნაგავსაყრელადაა ქცეული სერაპიონ ზარზმელის ქუჩაზე ფერდობიც. აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ნაკელიც ყრია. აქ მცხოვრებლებს საქონელი ჰყავთ და სადგომების დასუფთავების შემდეგ ნარჩენები აქ გამოაქვთ.

ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები ნატალია ვლასოვა, რომელიც ამავე ქუჩაზე წლების განმავლობაში მეეზოვედ მუშაობდა ამბობს, რომ ხალხი ნარჩენების ურნებში ჩაყრას მიჩვეული არაა: „ამ ქუჩის დაღმართზე ერთ ჩავლაზე ორ „მეშოკ“ ნაგავს ვკრეფდი ხოლმე“.

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩებზე არავინ დაუჯარიმებია: „უკანონო ნაგავსაყრელებთან დავაშირებით მუნიციპალიტეტი საქმის კურსშია, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ აღნიშნული კუთხით და ეტაპობრივად აღმოიფხვრება ეს პრობლემა“, – გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია
‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
მოუხერხებლად განლაგებული ურნები და სტიქიური სანაგვე რუსთაველის ქუჩაზე
ხულგუმოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევიდან მდინარე ფარავანში ჩადის [Photo]
ახალციხეში უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელებს გაასუფთავებენ
საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]