FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

მთავარიპოლიტიკა 04.06.2015
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უკანონო მიშენებების, შენობის იერსახის თვითნებურად შეცვლის, ქალაქის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების დაყრის შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მედიასთან განცხადება დღეს, 4 ივნისს გააკეთა. მისი თქმით, ქალაქში უსახური მშენებლობის, სამშენებლო მასალების დაყრის, მიწის თვითნებურად გადათხრის, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების შეცვლის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური მოქალაქეებს დააჯარიმებს.

"მსგავს შემთხვევებში ჩვენი სამსახური სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ამიტომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუნდაც ერთი ფანჯარა რომ ამოიღოს და ფასადი შეუცვალოს თავის შენობა–ნაგებობას, ეს იქნება კომერციული თუ საცხოვრებლი ფართი, ამაზეც ჯარიმდება თუ ინფრასტრუქტურის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვა არ ექნება“, – ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნაირა სამსაონიძე.

მისივე თქმით, უკანონო მშენებლობის დროს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი შეისწავლის რა მასშტაბის სამართალდარღვევაა, ამის შემდეგ გადაწყდება მოსახლე მხოლოდ გაფრთხილებას მიიღებს თუ შესაბამისი ოქმი შედგება.

ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, რომ ნაგვის ურნებში სამშენებლო მასალების ნარჩენები და პირუტყვის ფეკალიები არ ჩაყაროს.

„ნაგვის მანქანა ვერ ერევა სამშენებლო მასალების ნარჩენებს და ფუჭდება. ჩვენი თხოვნაა მოსახლეობამ ესეც გაითვალისწინოს და აღნიშნული ნარჩენები თავად გაიტანოს ნაგავსაყრელზე“, – ამბობს ნაირა სამსონიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ზედამხედველობის სამსახური მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა. სამსახურის უფროსის გარდა აქ ორი უფროსი სპეციალისტი მუშაობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები შეარჩია
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე 75 განაცხადი შევიდა
ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღება სრულდება
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა