FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები

მთავარისიახლე, არჩევნები 10.09.2016
ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები; აქვთ თუ არა მათ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება და რამდენად იცნობენ იმ ქალაქს, რომლის მერობასაც აპირებენ;

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები

ისევე, როგორც ბოლო, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, მიმდინარე წელსაც ახალცხის მერობის კანდიდატად კენჭს მხოლოდ მამაკაცები იყრიან. ქალაქის მოსახლეობამ არჩევანი ხუთ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან დამოუკიდებელი ანუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი არცერთია.

მერობის ხუთივე კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა დაასახელეს, თუმცა მათი უმრავლესობა იმ პარტიებს, რომლებიდანაც კენჭს იყრიან, მხოლოდ მიმდინარე წელს შეუერთდა.

მერობის კანდიდატები არიან:
N1 ივანე გვარამაძე – "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
N5 ირაკლი ერეკლიშვილი – ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
N8 ბესიკ ტაბატაძე – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
N26 ჯუმბერ ინასარიძე – პარტია "ეროვნული ფორუმი“;
N41 ვლადიმერ ზედგინიძე – პარტია "ქართული ოცნება“


პოლიტიკური პარტიები და მათი კანდიდატები

ირაკლი ერეკლიშვილი მერობის კანდიდატად კენჭს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრის. იგი ხუთი კანდიდატიდან ერთადერთია, რომელიც უკვე 12 წელია პარტიის წევრია. ამბობს, რომ სხვა პარტიაში არასდროს ყოფილა და ყოველთვის „ნაციონალების“ გუნდის ერთგული იყო.

წარმდგენ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში შეუერთდნენ მერობის დანარჩენი კანდიდატები.

პარტიის "პაატა ბურჭულაძე– სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ივანე გვარამაძე გასულ წლებში ჯერ "ნაციონალურ მოძრაობასთან“, 2012 წლიდან კოალიცია "ქართულ ოცნებასთან“, ხოლო შემდეგ "ირაკლი ალასანია– თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობდა. 8 ოქტომბერს, მერის რიგგარეშე არჩევნებში, იგი კენჭს ახალი პარტიის სახელით იყრის. ამბობს, რომ წარსულში მისი მოლოდინი ვერცერთმა პარტიამ გაამართლა.

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები კიდევ ერთი კანდიდატი, ჯუმბერ ინასარიძე, "ეროვნული ფორუმის“ გუნდს არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე შეუერთდა. მან 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება თავდაპირველად "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემადგენლობიდან დაიწყო.

წინასაარჩევნო პერიოდში, ამ პარტიას კოორდინირებას იგი სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით უწევდა. თუმცა ამბობს, რომ პარტიაში მის აზრებს არ ითვალისწინებდნენ და ამის გამო წამოვიდა. შემდეგ კი "ეროვნული ფორუმის“ მიერ შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდა და მერის არჩევნებში ძალებს მათი სახელით ცდის.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ბესიკ ტაბატაძემ და "ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ წარმდგენ პარტიებთან თანამშრომლობა მერის რიგგარეშე არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყეს. ამბობენ, რომ პარტიების მუშაობას გაეცნენ და მათი გეგმები, ქვეყნის განვითარების საქმეში, მათთვის მისაღებია.

მუშაობის გამოცდილება

ხუთი კანდიდატიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება მხოლოდ ერთ მათგანს აქვს.

"ეროვნული ფორუმის“ კანდიდატი ჯუმბერ ინასარიძე, წარმოშობით ვალიდან არის. 2006–2009 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ტერიტორიული ორგანოს გამგებელი იყო. ასევე იგი სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, "საკრებულოთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, რომლის დროსაც ერთ–ერთ ინგლისურ კომპანიასთან პარტინორობითა და თანამშრომლობით მონაწილეობა მიიღო თვითმმართველობის ორგანული კანონის შემუშავებაში. მანამდე იყო ტყვარჩელის ავტობაზაზე, „საქნახშირის“ ექსპლუატაციის უფროსი, 1989–1993 წლებში "ტექნიკური ბიუროს" უფროსი, ხოლო 1992–1993 წლებში "ქალაქ ვაჭრობის" დირექტორი.

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს ბესიკ ტაბატაძეს.

1995 წლიდან საქართველოს პარლამენტის აპარატში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ დეპარტამენტში მუშაობდა, სამსახურს თავი 2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე დაანება. მანამდე მუშაობდა ახალციხის "საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამმართველოს“ მთავარ ინჟინრად, შემდეგ "გარემოს დაცვის რეგიონალური სამსახურში“ მთავარ სპეციალისტად. 2003 წლიდან კი ბაქო–თბილისის–ჯეიჰანის მილსადენზე პროექტის ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი იყო.

ძირითადად მცირე ბიზნესით არის დაკავებული "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ივანე გვარამაძე. 2007-2009 წლებში იგი სადისტრიბუციო კომპანია „HA “-ში მუშაობდა. ამბობს, რომ 2008 წელს, როცა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, ქალაქ ახალციხეს პროდუქტით მხოლოდ მისი კომპანია ამარაგებდა. 2010 წლიდან მცირე მეწარმეობა დაიწყო.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს ფინანსთა სამინსტროს საგანგებო ლეგიონის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომელი. შემდეგ კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტზე, მასალების შესყიდვასა და სატრანსპორტო მომსახურეობის კონტრაქტორი.

ძალოვანი სტრუქტურებს უკავშირდება მერობის დარჩენილი ორი კანდიდატის გამოცდილება.

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია, წარმოშობით ბორჯომიდან არის. მას ძალოვან უწყებაში მუშობის დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

1985-2005 წლებში ჯერ შსს-ს ბორჯომისა და ახალციხის რაიონულ განყოფილებაში მუშობდა, შემდეგ კი რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და რეგიონის ადმინისტრაციის უფროსი იყო. 2005 წლიდან კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ („ნათია 777“) დამფუძნებელი და დირექტორია. ასევე ლექციებს კითხულობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ირაკლი ერეკლიშვილს, იგი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ კერძო სექტორში ჩაერთო. ხოლო 2005–2012 წლებში ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსად მუშაობდა. მიიჩნევს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა და საქართველოში კონტრაბანდის შემოდინება აღკვეთა.

რას გააკეთებენ მერად არჩევის შემთხვევაში

მმართველი პარტიის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ზედგინიძე, "ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული პროექტების გააგრძელებას გეგმავს. მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ ამ დრომდე შესრულებულ საქმეებს მეტი პიარი სჭირდებოდა. მერად არჩევის შემთხვევაში კი პირველ რიგში ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე იზრუნებს.

„ერთია სურვილი, მეორეა მონდომება და მესამეა ქალაქის სიყვარული. მე შევეცდები, რომ თუნდაც ჩემთვის ცოტა მოკრძლებულ ასაკში გარკვეული რაღაც სიკეთეები გავაკეთო, რის საშუალებასც ეს ხანმოკლე ვადა მომცემს. ამ პარტიასთან თანამშრომლობა ახლა დავიწყე, მომეწონა მათი პროგრამა და სიმპატიაც მაქვს“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე.

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები ასევე საკუთარი პარტიის მიერ დაწყებული საქმეების დასრულებას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი. იგი წარმატების მიღწევის გზად გუნდთან ერთად მუშობას ასახელებს.

„2004 წლიდან მოყოლებული მე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ და არც მაქვს სურვილი სხვაგან გადავიდე. დარჩა ბევრი პროექტი ჩემს ქალაქში, რომელიც უნდა წასდგომოდა ახალციხეს ჩვენი წინსვლისთვის. ახლა არის მოსაწესრიგებელი ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენს ქალაქს ნომერ პირველს გახდის. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მერობა“, – ამბობს ერეკლიშვილი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი, ბესიკ ტაბატაძე, არჩევის შემთხვევაში მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე ზრუნვას აპირებს. ამბობს, რომ ქალაქში პირველადი პრობლემები, წყალი და მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა მოწესრიგდეს.

„შეიძლება ჩემი მერად არჩევის შეთხვევაში მე ბევრი ვერაფერი მოვახერხო, იმიტომ, რომ ბიუჯეტი გაწერილია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხალხის აზრის გათვალისწიენსბით, შესაძლებელია შემდეგი წლის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და თანხების რაციონალურად გამოყენება, ამიტომ გადავწყვიტე მერობა“, – განმარტავს ბესიკ ტაბატაძე.

ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები მერად არჩევის შემთხვევაში, დაკისრებული უფლება–მოსილების დაწყებას, პირველადი პრობლემების მოგვარებით აპირებს "პაატა ბურჭულაძე– სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი ივანე გვარამაძე. ამბობს, რომ ახალციხეს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი აქვს, თუმცა მისი რაციონალურად გამოყენება არ ხდება: „რაც რესურსი აქვს ამ ქალაქს და ამ პატარა მესხეთს, შეიძლება ამის გამოყენება და ამ ბიუჯეტის სწორად გათვლა. სწორი მიმართულებით რომ დაიხარჯოს ეს ფული, ბევრი კარგი რამე გაკეთდება. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისი თავის რეალიზება მოახდინონ და აქედან გაქცევაზე არ იფიქრონ“.

"ეროვნული ფორუმის“ კანდიდატს, ჯუმბერ ინასარიძეს კი იმედი აქვს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრები მასთან წარმატებით ითანამშრომლებენ.

„ქალაქის მერობა ცოტა ძნელია, იმიტომ, რომ მერი ვერაფერს გააკეთებს, თუ საკრებულო და ცენტრალური ხელისუფლება გვერდში არ დაუდგა. საჭიროა ძლიერი მენეჯერი, რომელიც ხალხს, საკრებულოსა და ცენტრალურ ხელისუფლებას ერთად შეკრიბავს და ქალაქს მოახმარს. რომელიმე შტო თუ გამოგრჩა, ვერ გააკეთებ საქმეს კარგად“, – განმარტავს ჯუმბერ ინასარიძე.

ვის აირჩევს ახალციხე, ამ ხუთი კანდიდატიდან, 28 დღეში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, N37–ე ახალციხის ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, "ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი მერი, გიორგი კოპაძე დაასახელა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 8 ოქტომბერს არჩეული ახალი მერი, თანამდებობაზე ქალაქ ახალციხის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით იმუშავებს.

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს
ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
მერობის კანდიდატები წინასარჩევნო კამპანიებს ასრულებენ
ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის
დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება