FM97.5 / LIVE

ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში

მთავარისიახლე, არჩევნები 23.08.2016
№37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს თითქმის იგივე შემადგენლობით ჩაატარებს, როგორც წინა სამი არჩევნები ჩაატარა. კომისიის მუდმივმოქმდი წევრებიდან არავინ შეცვლილა, კომისიის თავმჯდომარედაც, გასულ წელს, ყოფილი თავმჯდომარე, თეა გავაშელი აირჩიეს.

ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, მე–19 მუხლის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანოა.

კომისია 13 წევრისგან შედგება. ამათგან, 5 წევრს, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ცესკო. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავენ პარტიები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

№37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის უკვე დაკომპლექტებულია. ბოლო 4 წელიწადში კომისიაში მუდმივმოქმედი წევრები არ შეცვლილან, შეიცვალა მხოლოდ მდივანი, თუმცა, ახალი წევრი არ მიუღიათ, მდივნის პოზიცია კომისიის წევრმა დაიკავა. თუ ოთხი წლის წინ სოფიკო ნებაძე კომისიის წევრი იყო, ახლა მდივნის პოზიციას იკავებს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეიცვალნენ: ნინო მიქაბერიძე, იგი თავმჯდომარის მოადგილე იყო და 2013 წლის არჩევნებზე ელგუჯა გოზალიშვილმა ჩაანაცვლა. ასევე მუდმივმოქმედი კომისიის წევრი აღარ არის ქეთინო მიშველიძე, რომელიც საარჩევნო ოლქში მდივნის პოზიციას იკავებდა. ამჟამად იგი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობს.

რაც შეეხება სააჩევნო კომისიების დროებით წევრებს, პარტიის მიერ დანიშნულ წევრებში, ყველა შეცვლილია, გარდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისა. მესამე არჩევნებია პარტია „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრი როინ თაქთაქიძეა.

კომისიის შემადგენლობა ასეთია:
1. თეა გავაშელი – საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ;
2. ელგუჯა გოზალიშვილი – თავმჯდომარის მოადგილე;
3. სოფიკო ნებაძე – მდივანი; (იყო წევრი, გახდა მდივანი)
4. ქეთევან ივანიძე – წევრი;
5. კარაპეტ კირაკოსიან – წევრი;
6. ლია სუდაძე – წევრი (ცესკოს მიერ წელს დანიშნული წევრი).
რაც შეეხებათ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წევრებს, ესენი არიან:

1. მირანდა კბილაშვილი – საქართველოს კონსერვატიული პარტია;
2. მარიეტა მელიქიძე – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
3. ნათია დევაძე – თავისუფალი დემოკრატები;
4. ირინე ნათენაძე – გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა;
5. გიორგი ივანიძე – საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
6. ეკატერინე ჩიტაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
7. როინ თაქთაქიძე – ქართული ოცნება.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საოლქო კომისიებმა უკვე დაასრულეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა და უბნების საზღვრების დადგენა. ხვალიდან საოლქო კომისიებს უფლებამოსილმა პარტიებმა სუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა წარუდგინონ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში
ბორჯომის საოლქო კომისიის შეცვლილი წევრები
როგორ დაკომპლექტდა საოლქო საარჩევნო კომისიები სამცხე-ჯავახეთში
ნინოწმინდის საოლქო  კომისიის შემადგენლობა 2016 წლის არჩევნებისთვის
რა შემადგენლობით ჩაატარებენ არჩევნებს საოლქო კომისიები