FM97.5 / LIVE

თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.12.2019
დღეს, 11 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს

წულუკიანის თქმით, არქივის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება და მასში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის დოკუმენტური არქივი მოიყრის თავს.

„დავათვალიერეთ მშენებლობა, რომელიც 2020 წელს გაიხსნება. აქ თავს მოიყრის რეგიონული არქივი ბორჯომიდან, ასპინძიდან, ახალქალაქიდან, ადიგენიდან და ნინოწმინდიდან, გაერთიანდება მთელი დოკუმენტური მეხსიერება“,- განაცხადა მინისტრმა.

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, არსებული შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით შენდება სამსართულიანი არქივსაცავი, რომელიც შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობის საერთო ფართი 1200 მ2 იქნება, გაიზრდება საცავის ტერიტორიაც, აქ დაცულ დოკუმენტებს დაემატება ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები და საქმეთა რაოდენობა 250 ათასს გადააჭარბებს.

შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით, ინვენტარითა და ავეჯით. მოქალაქეთათვის მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

რაც შეეხება, მშენებელობის დროს აღმოჩენილ 18-19 საუკუნის პერიოდის ნაგებობას, მინისტრის განცხადებით ის შენარჩუნდება და მასზე ტურისტული ბილიკი მოეწყობა.

„საინტერესოა, რომ ამ ადგილას მშენებლობისას აღმოჩნდა მე-18 საუკუნის ბოლოთი დათარიღებული საძირკვლები, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შევინარჩუნოთ. ამან მშენებლობის ვადები საგრძობლად გაზარდა, მაგრამ გვეამაყება ის რომ ვაძლიერებთ რა ეროვნულ არქივს, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე დგას. აღმოჩენები რაც შეიძლება მშენებლობისას იყოს ვიცავთ მათაც და მოეწყობა ტურისტული ბილიკები ამ საძირკველის ნანგრევებიზე. ეს იმისთვის რომ ახალციხეში ჩამოსულმა ტურისტებმა ამ მხრივადაც გაიცნონ სამცხე-ჯავახეთი და ახალციხე“, - განაცხადა წულუკიანმა.

შენობის რეაბილიტაცია და ახალი საცავის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა ძველი ფრაგმენტების აღმოჩენის შემდეგ პროექტი შეიცვალა და 2019 წლის ორი აპრილიდან განახლდა.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „ხომერიკი და კომპანია“ ახორციელებს.

თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს

თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არქივი ძველ ნასახლარზე აშენდება
არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ
სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის