FM97.5 / LIVE

ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას, მე–18–მე–19 საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.12.2017
ახალციხის არქივის ეზოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ათ მეტრზე მეტი სიგრძის შენობის კედლები აღმოაჩინეს. ნაგებობა სავარაუდოდ მე–18–მე–19 საუკუნით თარიღდება.

ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს

მიწაში შენობის კედლები, არქივის ახალი კურპუსის ასაშენებლად საძირკველის გათხრის დროს მუშებმა აღმოაჩინეს. აღმოჩენილი შენობის კედლების სიგრძე 10 მ. და 60 სმ–ია. მის ნაწილზე კი ახალციხის არქვის შენობა დგას.

ახალციხის არქივის ეზოში სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხომერიკი და კომპანია“ ასრულდებდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულმა შპს–მ 1.349.731 ლარით გაიმარჯვა. ამ თანხით კომპანიას სამსართულიანი შენობა უნდა დაედგა, რომელშიც სამცხე–ჯავახეთის არქივი განთავსდებოდა.

„ახალციხის არქივი ხდებოდა რეგიონული არქივი, აქ შემოვიდოდა ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ბორჯომის არქივებიც, მაგრამ მუშებმა გათხრის დროს კედლები ნახეს და მაშინვე დავუკავშირდით ჩვენს სათაო ოფისს“, – გვითხრა ახალციხის არქივის დირექტორმა ცისანა ნარიმანიძემ.

ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს

აღმოჩენის შესწავლაში კულტურული მემკივდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ასევე, სამცხე–ჯავახეთის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

„ეს არის საყოფაცხოვრებო, სამხედრო ან რელიგიური დანიშნულების ნაგებობა და სავარაუდოდ, მე–18 საუკუნის ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, სამწუხაროდ, მეტის გაგება ამ შენობის შესახებ შეუძლებელია, თუმცა, სიძველიდან გამომდინარე, მას კულტურული ღირებულება ნამდვილად აქვს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი ჯუმბერ ჩოხელი და ამატებს, რომ შენობას ეტყობა, რომ წლების განმავლობაში არა ერთხელაა გადაკეთებული.

აღმოჩენილი შენობა დაკონსერვდება თუ აქ მშენებლობის ნებართვას გასცემენ, ეს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში უნდა გადაწყვიტონ.

„სპეციალისტები ისევ მსჯელობენ, შენობა დაკონსერვდეს თუ აშენდეს ზედ ახალი კორპუსი. ანგარიში მომავალი კვირის ბოლოს დაიწერება“, – ამბობენ საქართველოს კუტლურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს


უწყების ინფორმაციით, კედლებზე რაიმე ფასეული აღმოჩენილი არ არის: „მას არ აქვს ჩუქურთმა, ან რაიმე ფრაგმენტი. ამდენად არქეოლოგიურად ფასეული არ არის. ჩრდილოეთ ფასადზე ახალი მინაშენია. აღმოჩენილია ასევე, დასავლეთი და სამხრეთის ფასადი, შენობის დანარჩენი კი არქივის შენობის შიგნითაა მოყოლილი“.

ეზოში აღმოჩენილი შენობით არქივის ადმინისტრაციაც დაინტერესდა: „ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ თავადაც მოვიძიეთ.
სავარაუდოდ ეს ტაძრის კედლებია. შემდეგ მეჩეთათ გადაუკეთებიათ, კომუნისტების დროს კი მანდ „კინო გაქირავების“ შენობა ყოფილა“.

შეკითხვაზე, რამდენად აქვს ამ ვარაუდს საუფძველი, ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვპასუხობენ: „შესაძლებელია, არაფერია გამორიცხული“.

ახალციხის არქივის შენობა 1968 წელსაა აშენებული. ადგილი კი სადაც შენობა აღმოჩნდა, წლების განმავლობაში ბალახით იყო დაფარული.

„გეოლოგებს სამუშაოების ჩატარების დროს არაფერი შეუნიშნავთ. ახლა აღარ ვიცით სად აშენდება არქივის ახალი შენობა. ბუნებრივია, ეს ადგილი აღარ განიხილება, თუმცა რა იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, – გვეუბნება ცისანა ნარიმანიძე.

სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის თენგიზ ბოჩიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის არქივის ეზოში მშენებლობა შეჩერებულია: „წესით სამუშაოები იანვარში უნდა დაგვესრულებინა და აქ სამ სართულიანი შენობა დაგვედგა“.

ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა
არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
არქივი ძველ ნასახლარზე აშენდება
თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს