FM97.5 / LIVE

სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.01.2018
ახალციხეში, იმ ადგილზე, სადაც სამცხე–ჯავახეთის არქივი უნდა აეშენებინათ, მე–18–19 საუკუნით დათარიღებული შენობის კედლები აღმოჩნდა, ამიტომ კვალავ აქ აშენდება თუ არა რეგიონის არქივი ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს;

სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის შენობის გვერდით სამ სართულიანი კორპუსი შენდებოდა. აქ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ბორჯომის არქივები უნდა განეთავსებინა. ახალციხის არქივის ეზოში სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხომერიკი და კომპანია“ 1.349.731 ლარში ასრულებდა. თუმცა, მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია. მიწის სამუშაოების დროს არქივის ეზოში მე–19 საუკუნის ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისით დათარიღებული შენობის კედლები აღმოაჩინეს.

„კულტურის სამინისტროს პასუხს ველოდებით რას გვეტყვიან, დაგვრთავენ ნებას, რომ ისევ მანდ ავაშენოთ არქივი, თუ არა“, – გვითხრეს არქივის მშენებელ კომპანიაში.

ამ დრომდე რომ ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამაზე ახალციხის არქივის ხელმძღვანელი ცისანა ნარიმანიძეც საუბრობს: „ველოდებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეროვნულ სააგენტოში“.

ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ არქვის მშენებლობა კვლავ იმ ადგილზე განიხილება, სადაც დაიწყო. უწყების ინფორმაციით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთის კონსერვაცია მოხდება და ის საპრეზენტაციოდ მინის ქვეშ მოექცევა: "თვალსაჩინოების მიზნით ზემოდან მინით დაიფარება, ამის შესახებ მშენებელს დაველაპარაკებით, რომ იქ გარკვეული კორექტირება შეიტანონ და ეს არქეოლოგიური ნაშთი ხელუხლებელი დატოვონ“.

შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილი ნაგებობა სავარაუდოდ მე–18–მე–19 საუკუნით თარიღდება, ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით: „აღმოჩენილი ნაგებობის, თითქმის ნახევარი არქივის შენობის ქვეშაა მოქცეული, ხოლო შემორჩენილი ნაწილი თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული. ამიტომ კონკრეტული დანიშნულების გარკვევა ძნელია, თუმცა, მოპოვებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე, ივარაუდება, რომ შესწავლილი ნაგებობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო, როგორც საყოფაცხოვრებო, უფრო კი სამხედრო, ან რელიგიური დანიშნულებით“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ
არქივი ძველ ნასახლარზე აშენდება
თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს