FM97.5 / LIVE

ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 17.08.2015
ბორჯომში იუსტიციის სახლის ფილიალი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეიდან იწყება.

ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო

კომპანია, რომელიც ბორჯომის იუსტიციის სახლს ააშენებს უკვე შერჩეულია, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ორნამენტი“ შეასრულებს. პროექტის ღირებულება 1 469 777 ლარია.

"ბორჯომის იუსტიციის სახლი თანამედროვე ობიექტია, რომლის ფართობიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ბორჯომის ვაგზლის გვერდით, ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან ახლოს განთავსდება. პროექტი ჰარმონიულად ესადაგება გარემოს, ამასთან, ქმნის ინდივიდუალურ და გამორჩეულ სტილს არსებულ განაშენიანებაში. იუსტიციის სახლის ინტერიერი გადაწყვეტილია მოქმედი იუსტიციის სახლების სტილის დაცვით; ქორწინების სახლის და შეხვედრების ოთახი კი ინდივიდუალურია და გამოირჩევა საინტერესო არქიტექტურით, რომელიც შესაბამისობაშია შენობის საერთო არქიტექტურასთან", – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ბორჯომის იუსტიცის სახლის არქიტექტურა კომპანია „ოპტიმუსის“ არქიტექტორს გიორგი ხუციშვილს ეკუთვნის. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ბორჯომის გარდა, 2016 წელს დაგეგმილია იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა ლაგოდეხში, მცხეთასა და ახალქალაქში; წელს კი ახალი იუსტიციის სახლები თიანეთსა და ყაზბეგში გაიხსნება.

იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს 400-მდე მომსახურება. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 14 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხის, ზუგდიდის, მესტიისა და ფოთის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 30 000-მდე მომხმარებელი იღებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება
დღის ფოტო: იუსტიციის სახლი ბორჯომში [Photo]
ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა სრულდება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება
ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება