FM97.5 / LIVE

არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.07.2018
არქივის შენობის პროექტი, რომლის მიხედვითაც ეზოში აღმოჩენილი კედლების ნაშთებზე კორპუსი უნდა აშენდეს, ჯერ მზად არაა.

არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა

ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის ეზოში აღმოჩენილი მე–18 – მე19 საუკუნის შენობის კედლებზე ისევ არქივის კორპუსი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ აღმოჩენა შეიმინება და მისი დათვალიერებაც შესაძლებელი იქნება. ამისთვის კი შენობის პროექტის შეცვლაა საჭირო.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის კორექტირება იმ კომპანიამ უნდა გააკეთოს, რომელმაც აქ კორპუსის მშენებლობა დაიწყო და გასული საუკუნეების კედლები აღმოაჩინა: „ხომერიკი და კომპანია“ გადმოგვიგზავნის პროექტის კორექტირებულ ვერსიას განსახილველად, თუმცა ჯერ ეს პროექტი არ მიგვიღია“.

მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ მუშაობა ივლისის ბოლომდე დასრულდება და სააგენტოს პროექტს გადაუგზავნიან: „იქ განიხილავენ, დაამტკიცებენ და დაგვიბრუნებენ. როგროც კი პროექტს მივიღებთ მშენებლობა დაიწყება“.

ამ დროისთვის კი არქივის ეზოში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ტერიტორიას ასუფთავებენ და მშენებლობის დასაწყებად ემზადებიან. პარალელურად კი ახალციხის არქივის შენობას რეაბილიტაცია უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, მანველიშვილის N5–ში მდებარე ქალაქის არქივის შენობის გვერდით სამ სართულიანი კორპუსი შენდებოდა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხომერიკი და კომპანია“ ასრულებდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულმა შპს–მ 1.349.731 ლარით გაიმარჯვა. ამ თანხით კომპანიას სამსართულიანი შენობა უნდა დაედგა, რომელშიც სამცხე–ჯავახეთის არქივი განთავსდებოდა, თუმცა მიწის სამუშაოების დროს მუშებმა ეზოში კედლები აღმოაჩინეს და ამის შემდეგ მუშაობა შეჩერდა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნის მიხედვით ივარაუდება, რომ „შესწავლილი ნაგებობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო, როგორც საყოფაცხოვრებო“.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ
სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
არქივი ძველ ნასახლარზე აშენდება
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
თეა წულუკიანი ახალციხეს სტუმრობს