FM97.5 / LIVE

შეწყვეტილი ხელშეკრულებები

მთავარისაზოგადოება 04.06.2012
სამი შეწყვეტილი ხელშეკრულება და ათობით უარი; ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზია “მეცხრე არხი” რეგიონებში საოფისედ ფართს ვერ ქირაობს

შეწყვეტილი ხელშეკრულებები

ბორჯომში მცხოვრებმა ქეთევან გელაშვილმა “მეცხრე არხთან” ხელშეკრულება დაახლოებით ორი კვირის წინ გააფორმა. დიასახლისმა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბინა ტელევიზიას საოფისედ დაუთმო. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე დღეს, “მეცხრე არხის” ბორჯომის კორესპონდენტს ნატა კოპაძეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ხელშეკრულებას წყვეტდა.

“ოფისი ჩვენ ოპერატორს და მძღოლს ვაჩვენე, “მეცხრე არხის” მანქანით მისულები შეგვამჩნია ალბათ ვიღაცამ. აქედან წამოსვლის შემდეგ, ცოტახანში დამიკავშირდა და მითხრა, რომ უშიშროების თანამშრომლებმა დაურეკეს და თუ ბინის გაქირავებაზე უარს არ იტყოდა, ქონებას ჩამოართმევდნენ. ამიტომ იძულებული იყო ხელშეკრულება შეეწყვიტა”, - გვიამბობს ნატა კოპაძე.

ის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მის ტელეფონზე განხორციელებული ზარების შემდეგ გადაწყვიტა, ქეთევან გელაშვილმა “სამხრეთის კარიბჭესაც” დაუდასტურა. თუმცა ვინ იყო ის, ვინც შეაშინა, არ დააკონკრეტა: “დამაშანტაჟეს, დამირეკეს და მითხრეს, რომ ბინა არ გამექირავებინა, მაგრამ არ ვიცი ვინ დამირეკა, შეიძლება მეზობლებმაც შემაშინეს”.

გელაშვილის თქმით, შესაძლოა მეზობლებს იმიტომ უნდოდათ მას უარი ეთქვა ფართის გაქირავებაზე, რომ შემდეგ “მეცხრე არხისთვის” თავიანთი ბინები მიექირავებინათ: “თან შვილი მყავს ავად, სველი წერტილებით იქ უნდა ესარგებლათ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვფიქრობ, ეს რთული იქნებოდა”.

გელაშვილმა ხელშეკრულება ოფიციალურად 31 მაისს შეწყვიტა. იმავე ბინას ახლაც აქირავებს – “სხვა ვინმე თუ მოვიდა, ბინას ისევ გავაქირავებ. ბორჯომში “მეცხრე არხმა” უკვე ნახა ოფისი”.

მართლაც, ბორჯომელმა ივანე კოჟორიძემ ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში პირველი ივნისიდან შევიდა, ხელი უკვე მოაწერა.

სააკაძის რვა ნომერში, სამსართულიანი ბინის პირველი სართული “მეცხრე არხმა” ერთი წლით იქირავა.

კოჟორიძე ბორჯომში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია და ამბობს, რომ მასზე შიშის ფაქტორი არ მოქმედებს: “ამ ბინის ნაწილი ჩემ საკუთრებაშია რეგისტრირებული. ამჟამად ოჯახში უმუშევრები ვართ და ეს ჩვენთვის გარკვეული შემოსავალი იქნება”.

ბორჯომში უკვე გაფორმებული და რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულების შეწყვეტა პირველი შემთხვევა არ იყო. პირველად ეს საჩხერეში, მეორედ კი სიღნაღში მოხდა.

“საჩხერეში მაჟორიტარი დეპუტატის აპარატის წარმომადგენელის ბინა გვქონდა ნაქირავები, მაგრამ ამ ადამიანზე ზეწოლა განხორციელდა, უთხრეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ და შეწყვიტა ხელშეკრულება, - განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” “მეცხრე არხის” დირექტორმა კახა ბექაურმა და დაუმატა, რომ სიღნაღში უცხოელი დააშინეს, მას ლონდონში დაუკავშირდნენ – არ ვიცი ზუსტად, ამ წუთში სიღნაღის ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვეტილია თუ არა”.

ხელშეკრულების გაფორმებამდე ამბობენ უარს აჭარაში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთშიც.

ფოთში “მეცხრე არხის” რეპორტიორის ლაშა ზარგინავას თქმით, 20-მდე საოფისე ფართის გაქირავებაზე თქვეს უარი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს “მეცხრე არხისთვის” სჭირდებოდათ. იგივეს იმეორებს “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში, “მეცხრე არხის” ბათუმელი რეპორტიორი ნათია როყვაც.

20 დღეზე მეტია ოზურგეთში საოფისე ბინის ქირაობას ცდილობს რეპორტიორი შორენა ღლონტი: “ამჟამად მინიმუმ 40 ბინა ქირავდება ოზურგეთში საოფისედ. მაგრამ როგორც კი იგებენ, რომ ფართი “მეცხრე არხისთვის” გვინდა, შეთანხმების შემდეგ გვიკავშირდებიან და უარს ამბობენ”.

დღემდე ეძებს ფართს ტყიბულში “მეცხე არხის” რეპორტიორი ზვიად ხუჯაძე. თუმცა უპრობლემოდ იქირავა ბინა ქუთაისში ამავე ტელევიზიის რეპორტიორმა მირიან გორგოძემ. ამ მხრივ პრობლემები არც ახალციხეში შექმნილა – “მეცხრე არხის” ადგილობრივმა რეპორტიორმა მანუჩარ გოგოლაურმა, იმის გამო რომ ახალციხეში ნანახი ბინები საოფისედ არ მოეწონა, ტელევიზიას მიაქირავა საკუთარი ბინა, რომელშიც არ ცხოვრობდა.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით, “მეცხრე არხის” 15 ბიურო ფუნქციონირებს. ბექაურის განცხადებით, ტელევიზიას 35-მდე ბიურო კიდევ დაემატება. ხელშეკრულებები ოფისების ქირაობასთან დაკავშირებით, მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ კი სამი წლით ფორმდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
კორონავირუსით მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა
მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ახალციხის მერიამ უმცირესობის დეპუტატის საქმეზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]
‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს