FM97.5 / LIVE

‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.02.2020
„ნუ ჩაერევი“, „სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“, „სოლიდარობა კოლეგებს“ – ახალციხეში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]

ჟურნალისტები დღეს, 17 თებერვალს ახალციხეში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მედიას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები.

„სოლიდარობა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლობას და რადიოს, სახელწოდებიდან გამომდინარე ეს არის საზოგადოების არხი და ბუნებრივია საზოგადობრივ ტკივილებსა და დაკვეთეზე უნდა მუშაობდეს. ამიტომ თოთოეული მოქალაქის ვალია დაუდგეს სიტყვის თავისუფლებას გვერდით“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტმა გულო კოხოძემ.

„აქ ჯერ კიდევ ხელისუფლება, ვერ აკონტროლებს თუ რა უნდა გავიდეს ეთერში, ამიტომ ის ცდილობს სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, რომლებზეც დგას სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმა სამცხე–ჯავახეთში თამუნა უჩიძემ.

„დღეს თავისუფალი მედია აპროტესტებს ხელისუფლების მცდელობას, რომ ჩაერიოს აჭარის მაუწყებლის მუშაობაში და ამით მოხდეს კიდევ ერთი მედიის გაკონტროლება, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ახალციხეში“, – განაცხადა ტელეკონპანია „მეცხრე არხის“ დირექტორმა მაია იველაშვილმა.



"საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე. ასევე აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა", – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას
აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე
‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ