FM97.5 / LIVE

დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს

მთავარისიახლე, სამართალი 18.07.2018
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადება შევიდა, გადაწყვიტა, რომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ღირსების შემლახავი განცხადება უარყოს.

დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი კოპაძემ ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ადგილობრივი ტელევიზიის „მეცხრე არხის“ ეთერში გაკეთებული განცხადება, ამავე ტელევიზიის ეთერით უნდა უარყოს. თუმცა, იმის გამო, რომ კოპაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა, ჯიმშერ გოგოლაურმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. ახლა უკვე, კოპაძის ადვოკატი დავით მუმლაძე ამბობს, რომ „დეპუტატი გოგოლაურის მიმართ იმ განცხადებას უარყოფს, რაც მან მეცხრე არხის ეთერში გააკეთა. თარიღი უნდა გვაცნობოს ტელევიზიამ თუ როდის დაუთმობენ დროს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“.

იმის გასაკრვევად, თუ როდის დაეთმობა „მეცხრე არხის“ ეთერი პარლამენტის წევრს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „მეცხრე არხს“ წერილობით უკვე მიმართა. ტელევიზიაში ამბობენ, რომ თარიღს დააზუსტებენ და უწყებას წერილობითვე აცნობებენ.

„ეტყობა ადვოკატებმა აუხსნეს, რომ თუ ბოდიშს არ მომიხდის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება და იმ სტატუსაც დაკარგავს, რაც დღეს აქვს, ამიტომ ურჩევნია ისვე „მეცხრე არხის“ საშუალებით უარყოს თავისი ნათქვამები“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცელი ჯიმშერ გოგოლაურმა 12 ივნისს შეიტანა.

პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო. ახალციხის ტელეკომპანია „მე–9 არხის“ გადაცემა „დიალოგში“, პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, გიორგი კოპაძემ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს პატიმრების უფლებებს არღვევდა. ცილისწამებისთვის გოგოლაურმა კოპაძეს უჩივლა და მას სამივე ინსტანცია მოუგო.

ჯიმშერ გოგოლაურს მაშინ სასარჩელო მოთხოვნაში, გიორგი კოპაძის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, „მეცხრე არხთან“ ერთად „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერიდანაც ჰქონდა, თუმცა სასამართლომ ეს ნაწილი არ დაუკმაყოფილა და მხოლოდ ის მედიასაშუალება დატოვა, სადაც კოპაძემ, გოგოლაურის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
კოპაძისა და გოგოლაურის საქმე, შესაძლოა, პროკურატურამდე მივიდეს
დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო