FM97.5 / LIVE

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს

მთავარიპოლიტიკა 01.02.2013
“საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის კრებაზე თავმჯდომარედ ისევ თამარ გოგოლაძე აირჩიეს.

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
“საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაცია მუშაობას ძველ ოფისში აგრძელებს, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბი იყო გახსნილი. პარტიის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა ახალციხის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის შვიდი წევრი და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. ფარული კენჭისყრით კომიტეტის წევრებად თამარ გოგოლაძე, მაკა კაჭკაჭიშვილი, მერი ხაბეიშვილი, ზაზა ლომიძე, კახაბერ ლომიძე, ბელა ვარდიძე და სოსო კაპანაძე დასახელდნენ.

კომიტეტის წერვებმა კი ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარედ ისევ თამარ გოგოლაძე აირჩიეს. გოგოლაძე ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა.

- ”რაიონულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავმჯდომარე ისევ მე ვყოფილიყავი. თავმჯდომარე ასახელებს მოადგილეს, ჩემი მოადგილე ზაზა ლომიძე იქნება”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს

აღნიშნულ კრებაზე ახალციხის რაონული ორგანიზაციის სამ კაციანი სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. კომისიის თავმჯდომარედ გოგი ივანიძე დასახელდა.

კრების დაწყებამდე რესპუბლიკური პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრებს პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი შეხვდა. ბერძენიშვილი სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

”თამარ გოგოლაძე წლების განმავლობაში ”რესპუბლიკელების” ხელმძღვანელი იყო, დღეს ის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა. ამიტომ, ახალციხეში ჩვენ ხალხის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ბერძენიშვილი ყველა რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ახალციხის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის კრება ადიგენში გაიმართა. ხვალ კი შეხვედრები ასპინძასა და ახალქალაქშია დაგეგმილი.

- ”რესპუბლიკურ პარტიას ახალქალაქში ძალიან მძლავრი ორგანიზაცია აქვს. ეს ის ხალხია, რომლებიც სიმშვიდის უზრუნველსაყოფად მუშაობენ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ პოლიტიკურ სივრცეში ჯავახეთიც აქტიურად იყოს ჩართული”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"რესპუბლიკელებმა" პარტია ადიგენშიც დააფუძნეს
დაპირისპირება ‘რესპუბლიკელების’ ახალციხის ორგანიზაციაში
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
ახალციხელი ‘რესპუბლიკელები’ ყოფილ თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ
ბრძოლა პარტიის თავმჯდომარეობისთვის
'ოცნებამ' ახალციხეში პარტიის თავმჯდომარე აირჩია
მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა