FM97.5 / LIVE

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2020
ცესკო, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალქეებს 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ. მსურველებმა პირადად ან ელექტრონული ფორმით, 9 სექტემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს, 5 სექტემბერს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები.

„საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც მიღებულია საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე. აღნიშნული რეგულაციები ხელშემწყობია პროფესიული კადრების შერჩევის პროცესისთვის, რაც ინტერესთა კონფლიქტის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელდება“,- განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, ცესკო დამატებითი რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:

• კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;
• საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
• საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა;
• საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, წელს პირველად განხორციელებული ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდული ბანაკები“ და სხვა მონაწილეობა;

„აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც კანონმდებლობით დამოუკიდებელი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ახალი საკანონმდებლო კრიტერიუმის მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე“,- აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საუბნო საარჩევნო კომისიების  კონკურსანტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს