FM97.5 / LIVE

შეცვლილი მაჟორიტარული საზღვრები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 22.08.2016
თუ აქამდე სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს: ახალციხეს, ადიგენს, ასპინძას, ბორჯომს, ნინოწმინდასა და ახალქალაქს, პარლამენტში თითო დეპუტატი ჰყავდათ, ახალი მოწვევის პარლამენტში რეგიონის სახელით მხოლოდ სამი მაჟორიტარი შევა.

შეცვლილი მაჟორიტარული საზღვრები

ახალციხე და ადიგენი ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა; საერთო დეპუტატი ეყოლებათ ახალქალაქსა და ნინოწმინდასაც, თუმცა, ახალქალაქი ნინოწმინდას 17 სოფლის გარეშე მიუერთდა; ახალქალაქის ხუთი თემი, 17 სოფელი ( თემები: აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი და ჩუნჩხა) ასპინძასა და ბორჯომთან გააერთიანეს;

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება ხმების გათანაბრების მიზნით შევიდა. დაახლოებით 50.000 ამომრჩეველს პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აგვისტოს მონაცემებით, N44 ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 50.008, N45–ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში 43.897, N46–ე ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კი 51.627 ამომრჩეველია.

საზღვრების შეცვლის ქრონოლოგია


2015 წლის მაისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის აქამდე არსებული წესი.

მოსარჩელეების (უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის) მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი დაავალდებულა, უზრუნველეყო ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსში ისე, რომ დაცული ყოფილიყო ხმათა თანაბრობის პრინციპი.

(გამოყენებულია გამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაცია)

ოპოზიციის კრიტიკა


ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამგვარი დაყოფა ეთნიკური უმცირესობებისთვის პრობლემებს შექმნის. მოქალაქეებს მაჟორიტარებთან ურთიერთობაც გაურთულდებათ, ზოგს ენობრივი ბარიერის, ზოგს კი ტერიტორიული სიშორის გამო.

„ახალციხეში თუ ექნება მაჟორიტარს ბიურო, ადიგენიდან სად უნდა იაროს ადგილობრივმა, რომ მას გასაჭირი უთხრას?!“ – ამბობს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ჯიმშერ გოგოლაური.

„თავის თავზე მოირგო „ოცნებამ“ ოლქები. ის მუნიციპალიტეტები გააერთიანეს, სადაც 2012–ში არჩევნები წააგეს“, – ამობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტში ადიგენის მაჟორიტარი ზურა ჩილინგარაშვილი.

(სამხრეთის კარიბჭეს არქივიდან)

წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები


შეგახსენებთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სამცხე–ჯავახეთში "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ ბორჯომის ოლქში მოიგო. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ ხმების 58.01% მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ხვედელიანმა კი 36.54%.

შეცვლილი მაჟორიტარული საზღვრები
N36 ბორჯომის მაჟორიტარული ოლქის შედეგები, 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნები


ამ ოლქის გარდა, რეგიონის ყველა დანარჩენ ოლქში წინა საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა "ქართული ოცნების" კანდიდატებს დიდი უპირატესობით მოუგეს.

ახალციხე:
"ქართული ოცნება", გურამ კუტალაძე – 18.03%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ვაჟა ჩიტაშვილი – 80.37%

ადიგენი
"ქართული ოცნება", ბიძინა გუჯაბიძე – 25.65%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ზურაბ ჩილინგარაშვილი – 74.35%

ასპინძა
"ქართული ოცნება", თემურ მაისურაძე – 20.92%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ტარიელ ლონდარიძე – 76.36%

ახალქალაქი
"ქართული ოცნება", ნორიკ კარაპეტიანი – 20.13%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სამველ პეტროსიანი – 77.7%

ნინოწმინდა
"ქართული ოცნება", ალბერტ ნურბეგიანი – 14.93%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ენზელ მკოიან –83.57%

პ.ს. ენზელ მკოიანი ახლა ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარულ ოქლში "ქართული ოცნების" კანდიდატია.

როგორ გადანაწილდა ადმინისტრაციები

საზღვრების შეცვლის შედეგად, სამცხე–ჯავახეთში ჩამოყალიბდა სამი მაჟორიტარული ოლქი: N44–ე ახალციხე–ადიგენის, N45–ე ბორჯომი–ასპინძის და N46–ე ახალქალაქი–ნინოწმინდის.

N44–ე ახალციხე–ადიგენის ოლქში, №37ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია ძირითადი, ხოლო №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია დამხმარეა;

N45–ე ბორჯომი–ასპინძის ოლქში ძირითადი N36 ბორჯომის, ხოლო დამხმარე N39 ასპინძის საოლქო კომისიაა;

N46–ე ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში კი ძირითადი №40 ახალქალაქის, ხოლო დამხმარე №41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაა.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით არსებული ექვსი საარჩევნო ოლქის ხარჯი 157 826 ლარს შეადგენს.

სახსრები შემდეგნაირად გადანაწილდა:
N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი – 31 110 ლარი;
N37 ახალციხის საარჩევნო ოლქი – 30 830 ლარი;
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქი – 18 433 ლარი.
N39 ასპინძის საარჩევნო ოლქი – 19 883 ლარი;
N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქი – 31 783 ლარი;
N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – 25 787 ლარი;

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
ცესკოს  მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში დასათვლელი  ერთი საარჩევნო უბანი დარჩა
სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
ცესკოს ბოლო მონაცემები ახალციხე–ადიგენის ოლქში
#38 ადიგენის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება