FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს

მთავარისიახლე, არჩევნები 16.08.2016
სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს. სამივე მათგანი უკვე დარეგისტრირდა.

სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს

სამცხე–ჯავახეთში არსებულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატთა უმრავლესობა ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის. ამ დროისათვის, საოლქო სარჩევნო კომისიებს, მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებმა მიმართეს.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, სამ გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, სამი საინიციატივო ჯგუფის განცხადება შევიდა. სამი კანდიდატიდან, ერთი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, ორი კი ნინოწმინდა–ახალქალაქში.

ახალციხე – ადიგენის N44–ე მაჟორიტარული ოლქი – დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი.
იგი საინიციატივო ჯგუფის შემდეგმა შემადგენლობამ წარადგინა: გოჩა ათოშვილი, თამაზ ბარბლიშვილი, ავთანდილ მამუკაშვილი, რევაზ გოგოლაძე და რომან მაისურაძე.

ახალქალაქი – ნინოწმინდის N46–ე მაჟორიტარული ოლქი – არტაშეს ფალანჯიანი.
საინიციატივო ჯგუფი წევრები: მამიკონ მინასიანი, არტურ მკოიანი, გეორგი მხჩიანი, კარლოს რაისიანი და ვარდან ჩოკანდარიანი.

ახალქალაქი – ნინოწმინდის N46–ე მაჟორიტარულ ოლქი – რობერტ ჯაგასპანიანი.
საინიციატივო ჯგუფი წევრები: არტაკ ხნკოიანი, არარატ ანანიკიანი,აშოტ ჰოვჰანნესიანი, იური ვანაძე, ნოდარ გორგაძე.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფებს დარეგისტრირების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის 12 აგვისტომდე უნდა მიემართათ.

საინიციატივო ჯგუფებისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია მხოლოდ ძირითად საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ეს ახალციხის N37–ე, ბორჯომის N36–ე და ახალქალაქის N40–ე საარჩევნო ოლქებს ეხება.

რაც შეეხება პარტიების მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ამ დროისათვის, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით არსებულ საარჩევნო ოლქებში, არცერთი მათგანი რეგისტრირებული არ არის. თუმცა პარტიებმა საკუთარი კანდიდატები საჯაროდ უკვე დაასახელეს.

ახალციხე – ადიგენის N44–ე მაჟორიტარული ოლქი
გიორგი კოპაძე – "ქართული ოცნება";
ვაჟა ჩიტაშვილი – "ნაციონალური მოძრაობა";
გოდერძი კუბლაშვილი – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ბესიკ ხითარიშვილი – "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

ბორჯომი–ასპინძის N45–ე მაჟორიტარული ოლქი
გედევან ფოფხაძე – "ქართული ოცნება";
ტარიელ ლონდარიძე – "ნაციონალური მოძრაობა";
ზურაბ ხაჩიძე – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

ახალქალაქი – ნინოწმინდის N46–ე მაჟორიტარული ოლქი
ენზელ მკოიანი – "ქართული ოცნება";
არსენ კარაპეტიანი –" ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

პარტიებს კანდიდატთა დარეგისტრირების ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
ახალციხის საარჩევნო ოლქში 6 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი - მონაცემები მოკლედ