FM97.5 / LIVE

3 მაჟორიტარი 6-ის ნაცვლად - არღვევს თუ არა საოლქო დაყოფის ახალი წესი თანასწორობის პრინციპს

მთავარიპოლიტიკა 12.04.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სამცხე–ჯავახეთში ექვსის ნაცვლად სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. როგორ დაიყო რეგიონი, რომელი მუნიციპალიტეტის ხმები იქნება შედეგისთვის გადამწყვეტი და რას შეცვლის ოლქებად დაყოფის ახალი წესი მოქალაქეებისთვის;

3 მაჟორიტარი 6-ის ნაცვლად - არღვევს თუ არა საოლქო დაყოფის ახალი წესი თანასწორობის პრინციპს

ახალი საარჩევნო საზღვრები

თუ აქამდე სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს, ახალციხეს, ადიგენს, ასპინძას, ბორჯომს, ნინოწმინდასა და ახალქალაქს, პარლამენტში თითო დეპუტატი ჰყავდათ, ახალი მოწვევის პარლამენტში რეგიონის სახელით მხოლოდ სამი მაჟორიტარი შევა.

ახალციხე და ადიგენი ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა; საერთო დეპუტატი ეყოლებათ ახალქალაქსა და ნინოწმინდასაც, თუმცა, ახალქალაქი ნინოწმინდას ხუთი სოფლის გარეშე მიუერთდა; ახალქალაქის ხუთი სოფელი ( აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი, და ჩუნჩხა) კი ასპინძასა და ბორჯომთან გააერთიანეს;

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება ხმების გათანაბრების მიზნით შევიდა. დაახლოებით 50 000 ამომრჩეველს პარლამენტში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში – 50 105, ბორჯომი–ასპინძა–ახალქალაქის ხუთ სოფელში 43 995, ნინოწმინდა–ახალქალაქში კი 51 679 ამომრჩეველი იქნება.

ოპოზიცია ახალ გადანაწილებას იწუნებს

სამცხე–ჯავახეთში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ოლქებად დაყოფის ახალი წესი ბევრ კითხვას უჩენს. განსაკუთრებით, ბორჯომის, ასპინძისა და ახალქალაქის ხუთი სოფლის გაერთიანება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამგვარი დაყოფა ეთნიკური უმცირესობებისთვის პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, მოქალაქეებს მაჟორიტარებთან ურთიერთობაც გაურთულდებათ, ზოგს ენობრივი ბარიერის, ზოგს კი ტერიტორიული სიშორის გამო.

„როგორი წარმოსადეგი პიროვნებაც არ უნდა იყოს, ბორჯომის კანდიდატს ვერავინ იცნობს ასპინძაში, მით უფრო ახალქალაქში და პირიქით. ასევე, ბორჯომიდან დაყენებული მაჟორიტარი, არასდროს მივა ასპინძაში და მით უფრო არ წავა ახალქალაქში“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ კობა ზედგინიძე.

ზედგინიძის მსგავსად, ტერიტორიული ფაქტორი აფიქრებს ახალციხის საკრებულოს წევრს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაურს: „ახალციხეში თუ ექნება მაჟორიტარს ბიურო, ადიგენიდან სად უნდა იაროს ადგილობრივმა, რომ მას გასაჭირი უთხრას?!“

საპრლამენტო უმცირესობის წევრი, ახალციხის მაჟორიტარი „ნაცმოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მაჟორიტარს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავდეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის: „ხალხს მასთან უშუალოდ შეხვედრის საშუალება უნდა ჰქონდეს“.

ჩიტაშვილს ეთანხმება მისი კოლეგა, ადიგენის მაჟორიტარი ასევე „ნაციონალებიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი: „თავის თავზე მოირგო „ოცნებამ“ ოლქები. ის მუნიციპალიტეტები გააერთიანეს, სადაც 2012–ში არჩევნები წააგეს“.

მმართველ გუნდს ახლებური დაყოფა მოსწონს, მაგრამ რატომ, ვერ ხსნის

ოპოზიციისგან განსხვავებით, ცვლილება მოსწონთ მმართველ გუნდში, – „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, რომლებიც მუნიციპალიტეტების გამგებლები არიან. თუმცა, ვერცერთი მათგანი საკუთარ მოსაზრებას ვერ ასაბუთებს.

„ეგ ჩემზე ბევრად განათლებულებმა და საარჩევნო საკითხების უკეთესაც მცოდნეებმა გააკეთეს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

„მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს ჩემი ხელისუფლება“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

„ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ“, – გვარწმუნებს ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.

„საპარლამენტო არჩევნებია და არა ადგილობრივი, ასე რომ, ოლქების გაერთიანება, რაიმე სირთულეს ვერ შექმნის“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ქალაქ ახალციხეში ნაირა სამსონიძე.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ახალციხის საკრებულოში კახა ბერიძე, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა ჯერ საკრებულოს თავმჯდომარეობა, შემდეგ კი „ოცნების“ ფრაქცია, ცვლილებებში დადებითს ვერაფერს ხედავს: „გაიმარჯვებს ბორჯომელი ან ახალციხელი. იმიტომ, რომ 50 პროცენტს პლიუს ერთი ხმაა გადამწყვეტი და ბორჯომის რაოდენობა მეტია ახალქალაქის ხუთი სოფლისა და ასპინძის რაოდენობაზე. ასევე, ახალციხის ამომრჩეველი მეტია ადიგენისაზე“.

არღვევს თუ არა თანასწორობის გამო შეცვლილი საზღვრები თანასწორობის პრინციპს

არ იზიარებენ უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“. აქაც ეთნიკური უმცირესობებისთვის მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობენ.

„ახალქალაქის სოფლებიდან ბორჯომში, ან ტაბაწყურის გავლით ან ახალციხის შემოვლით უნდა იარონ. ტაბაწყურზე უამინდობის გამო გზა ხშირად იკეტება, ახალციხიდან კი მანძილი არც ისე ახლოა. ამიტომ ამომრჩეველს მაჟორიტართან ურთიერთობა გაუჭირდება“, – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში ცვლილება ხმათა თანასწორობის მიზნით შევიდა, თანასწორობის პრონციპი მაინც ირღვევა.

"შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ერთი საარჩევნო ოლქის ხმებს არ ჰქოდნეს გავლენა მეორე საარჩევნო ოლქის შედეგებზე“, – აღნიშნავს ნინო ბიბილეიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

ამავე თემაზე იხილეთ გადაცემა "კვირის აქცენტი", რომელშიც პარლამენტის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გია ანდღულაძე საუბრობენ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეცვლილი მაჟორიტარული საზღვრები
გამოკითხვა: რამდენი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს პარლამენტში ახალციხესა და ადიგენს [Video]
'ნაციონალებმა' სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარები დაასახელეს
ტარიელ ლონდარიძე: „ოლქების გაერთიანება ამომრჩევლის უკმაყოფილებას იწვევს“
ვინ არიან და საიდან მოდიან 'ქართული ოცნების' კანდიდატები
კვირის აქცენტი: ახალი საარჩევნო საზღვრები [Video]
ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია