FM97.5 / LIVE

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 22.08.2016
დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს იმისთვის, რომ მომავალი 4 წელიწადი გახდეს ისტორიული საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R]
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი–ენზელ მკოიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R] „მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში სატრანზიტო და რეგიონული ინფრასტრუქტურა, იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისი. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ და აღარ დახარჯონ დრო და რესურსები იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ,“–აღნიშნა პრემიერმა.

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R] გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა რეინვესტირდება მომავალ პროექტებში.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის.

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R] „ძალიან ბევრი საქმე კეთდება ნინოწმინდაში, მათ შორის ნინოწმინდა–ბავრას გზა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ხორციელდება ირიგაციის პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ასევე სხვადასხვა სოფლების გაზიფიცირების პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და დაფარავს სხვა სოფლებსაც“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

გამოსვლის დასასრულს პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ–ერთ სიმდიდრეს სწორედ მისი მრავალეროვნება წარმოადგენს.

კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანდიდატის წარდგენა ჩოხატაურში [R]
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
‘ოცნებამ’ სამცხე–ჯავახეთის კანდიდატების წარდგენა ნინოწმინდაში დაასრულა
კანდიდატების წარდგენა სამცხე-ჯავახეთში [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატის წარდგენა ასპინძაში [R]
'ქართული ოცნების' კანდიდატის წარდგენა ახალქალაქში [R]

'ოცნების' კანდიდატის წარდგენა ადიგენში [R]