FM97.5 / LIVE

რიოს ოლიმპიადა დასრულდა - რა შედეგით დაბრუნდა საქართველო

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2016
2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ეს შედეგი აქვთ ქართველ სპორტსმენებს რიოს ოლიმპიადაზე, რომელიც ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რიოს ოლიმპიადა დასრულდა - რა შედეგით დაბრუნდა საქართველო

მედალოსანი ქართველები არიან:
ოქრო - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი;
ვერცხლი - ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი;
ბრინჯაო - ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, ძალოსანი ირაკლი თურმანიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

ამ შედეგით საქართველომ ოლიმპიადაზე 38–ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადაზე 207 ქვეყანა მონაწილეობდა და მათგან მედლები 78-მა მოიპოვა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს დელაგაცია 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ.

ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მონაწილეობდნენ: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონი იყო (ნინო სალუქვაძე 1988, ლაშა შავდათუაშვილი 2012), 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვიდა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა.

ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი იყო. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობდნენ დედა და შვილი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზეა
ქართველი ოლიმპიელები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ცდილობენ
რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა