FM97.5 / LIVE

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.08.2016
22 წლის ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ რიოს ოლიმპიური თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. ზაზა ნადირაძე პირველი სპორტსმენია საქართველოში კანოეს არსებობის მანძილზე, რომელმაც ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ფინალში შეძლო მოხვედრა.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზეა

ნადირაძემ კანოეში 200 მეტრ სპრინტში საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის ფინალში იასპარეზა და დისტანცია 39.817 წამში დაფარა, პრიზიორებს კი წამის მეასედებით ჩამორჩა. ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ უკრაინელი იური ჩებანი გახდა 39.279 მაჩვენებლით.

ზაზა ნადირაძე პირველი სპორტსმენია საქართველოში კანოეს არსებობის მანძილზე, რომელმაც ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ფინალში შეძლო მოხვედრა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტის მქონე ქართველმა კანოისტმა 200 მეტრ დისტანციაზე სპრინტში 1/2 ფინალში 7 მონაწილეს შორის დისტანცია 40.146 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძე ჯამში 8 ფინალისტს შორის მე-4 შედეგით შევიდა.

მანამდე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ნადირაძემ წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო რაუნდი და ნახევარფინალში გავიდა.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და 7 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

სპორტოს სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ზაზა ნადირაძე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ვარჯიშობს. ოლიმპიური თამაშებისთვის ის მცხეთაში, მდინარე მტკვარზე და აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავზე ემზადებოდა. ოლიმპიადის წინ დასკვნითი შეკრება მან პორტუგალიაში გაიარა.

ფოთელი ვიქტორ კრატასიუკის შემდეგ მცხეთელი ზაზა ნადირაძე ოლიმპიადის პირველი ქართველი მონაწილე, მედალოსანი და გამარჯვებულია. ვიქტორ კრატასიუკმა ოლიმპიადა 1972 წელს, მიუნხენში მოიგო - წყვილთა შორის (ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ბაიდარით ათას მეტრზე გაიმარჯვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანოისტი ზაზა ნადირაძე ფინალშია
რიოს ოლიმპიადა დასრულდა - რა შედეგით დაბრუნდა საქართველო
ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა