FM97.5 / LIVE

ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2016
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, 10 აგვისტოს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი 1 იუკოთი დაამარცხა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ფინალში გასვლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. საწყის ეტაპზე ტაჯიკეთის და ნაურუს წარმომადგენლების დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატარსაც სძლია, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონი კორეელი გვაკ დონგჰანი იპონით დაამარცხა.

"ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ასევე ვხედავდი, თუ როგორ განიცდიდა წარუმატებლობას ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსურდა მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატებას ვუსურვებ, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის მიერ მოპოვებული ვერცხლი პირველი ოლიმპიური მედალია 27 წლის სპორტსმენის კარიერაში, ხოლო მეორე მედალი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის რიოში. პირველი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება 8 აგვისტოს 73 კგ-ში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო.

11 აგვისტოს ძიუდოში მედლებისათვის 100 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი 20 წლის ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ბექას პირველი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბენჟამინ ფლეტჩერი იქნება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები რიო დე ჟანეიროში თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ბორჯომელმა მოჭიდავემ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა
ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მე-5 ადგილზეა
რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა