FM97.5 / LIVE

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.08.2016
25 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები.

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ


ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს აეროპორტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული გულშემატკივრები დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა, ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარა. ეს გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსი. ემოციები დღეს უფრო მეტად გვაქვს მოჭარბებული და ამდენი ადამიანის აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ


სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ეს არის ქვეყნის წარმატება და სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას: "მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც შრომა ჩადო და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე ასახელა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართველი სპორტსმენები არიან ძლიერები. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სპორტის სხვადასხვა სახეობის ხელშეწყობას".

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ეს შედეგი აქვთ ქართველ სპორტსმენებს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ


მედალოსანი ქართველები არიან:
ოქრო - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი;
ვერცხლი - ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი;
ბრინჯაო - ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, ძალოსანი ირაკლი თურმანიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

ამ შედეგით საქართველომ ოლიმპიადაზე 38–ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიადაზე 207 ქვეყანა მონაწილეობდა და მათგან მედლები 78-მა მოიპოვა.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რიოს ოლიმპიადა დასრულდა - რა შედეგით დაბრუნდა საქართველო
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა
ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ახალციხელი მძლეოსნების წარმატება
არალში მცხოვრები მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
ახალციხელი სპორტსმენების გამარჯვება ჩეხეთში