FM97.5 / LIVE

რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2016
რიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოდან, 40 სპორტსმენი იბრძოლებს ოქროსთვის - სპორტის 13 სახეობაში.

რიო 2016 ოფიციალურად გაიხსნა

6 აგვისტოს, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. "მარაკანას" სტადიონზე გამართულ გახსნის ცერემონალზე ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო.

დაგეგმილი იყო, რომ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს უნდა აენთო, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ცერემონიის ფარგლებში "მარაკანაზე" ოლიმპიადის მონაწილე ეროვნული გუნდების აღლუმი გაიმართა. მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს. ქართველი ოლიმპიელების მედროშე კი, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.

აღლუმის დასრულების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა თამაშები გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადა. თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო.

ოლიმპიადის ფარგლებში რიოში 207 ხე დაირგვება. მათ ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყანების წარმომადგენლები დარგავენ.ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ვარლამ ლიპარტელიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ოლიმპიური გუნდის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა
ბორჯომში ოლიმპიური ცეცხლი საზეიმო ღონისძიებების გარეშე  შემოვა
ოლიმპიური ცეცხლი ადიგენში[Photo]

29 მაისს ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში შემოვა
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში [Photo]