FM97.5 / LIVE

პაატა ბურჭულაძის და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პარტიები გაერთიანდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 18.08.2016
პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. გაერთიანების სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

პაატა ბურჭულაძის და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პარტიები გაერთიანდნენ

გაერთიანების შესახებ პარტიის ლიდერებმა 18 აგვისტოს განაცხადეს.

"მე დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ყოფილ კოლეგებს, ახლა კი თანაგუნდელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენს გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა და დღესაც არის ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხი ჩვენზე. დღეიდან, ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, ეს გმირობის ტოლფასია. ჩვენ იმედის თვალით შემოგვყურებს მთელი საქართველო, უფრო სწორად 80%-ზე მეტი საქართველო, ვისაც უჭირს და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა 4 წლის მერე, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას. ცოტა დრო დარჩა მოთმინებისთვის, მე მინდა კიდევ გამოვაცხადო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს, რომლებიც თქვენ კარგად იცით - ეს არის პროდასავლური, ნატოში გაწევრიანება. ჩვენი ხედვები არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სამართლიანი საქართველო. ცოტა დრო დარჩა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება" - განაცხადა ბურჭულაძემ.

გირჩმა, "ახალმა საქართველომ" და "ახალმა მემარჯვენეებმა" თანამშრომლობა პაატა ბურჭულაძეს გუშინ შესთავაზეს.

“დღევანდელი ნაბიჯით, რომელიც ჩვენ გუშინ შეთავაზების სახით გადავდგით ბატონ პაატასთან მიმართებაში, და დღევანდელი ნაბიჯით ჩვენ ერთ რამეს ვუსვამთ ხაზს: გაერთიანება საქმის გარშემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. ჩვენ უარს ვამბობთ ბოღმაზე, შურისძიებასა და დაპირისპირებაზე და ვიწყებთ ერთად საქმის კეთებას წარმატებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის", – განაცხადა პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

“დარწმუნებული ვარ რომ ეს პოლიტიკური ცენტრი იქნება სწორედ ის რომელიც მომავალში საქართველოში უზრუნველყოფს საქართველოს პროდასავლური კურსის მდგრადობას ერთი მხრივ და მათ შორის უზრუნველყოფს იმას რომ ქვეყანაში გატარდეს საჭირო შეიძლება მტკივნეული მაგრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები. მე დარწმუნებული ვარ ამაშიც რომ ბევრი ცდის შემდეგ ჩვენ ყველა გამოვხედავთ ამ დღეს და სიამაყით ვიტყვით, რომ ეს იყო ის დღე როცა ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა “გირჩის” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ახალმა მემარჯვენეებმა' ბურჭულაძის ბლოკი დატოვეს
„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
'საქართველო–სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს'– ზურაბიშვილი
 'გირჩი', გიორგი ვაშაძის 'ახალი საქართველო' და 'ახალი მემარჯვენეები' ერთ ბლოკად გაერთიანდნენ
დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა
ილია მეორემ პრემიერსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უმასპინძლა
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]