FM97.5 / LIVE

'გირჩი', გიორგი ვაშაძის 'ახალი საქართველო' და 'ახალი მემარჯვენეები' ერთ ბლოკად გაერთიანდნენ

მთავარისიახლე, არჩევნები 05.08.2016
დღეს ახალი პოლიტიკური ბლოკი - „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ შეიქმნა. „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ ბლოკად ერთთვიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ გაერთიანდნენ.

 'გირჩი', გიორგი ვაშაძის 'ახალი საქართველო' და 'ახალი მემარჯვენეები' ერთ ბლოკად გაერთიანდნენ
ფოტო: ნეტგაზეთი

როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკოს განვითარების საერთო ხედვა, საგარეო კურსი, პროდასავლური არჩევანი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები - ის არასრული ჩამონათვალია, რაც მათ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ.

ლიდერებს მიაჩნიათ, რომ რესურსების შეჯერებით, ახალი ბლოკი გახდება მეტად კონკურენტუნარული და ისინი შეძლებენ საზოგადოებას აჩვენონ შედეგი, რომელსაც მოსახლეობა ელის.

მათი აზრით, წინასაარჩევნო მარათონში მნიშვნელოვანია გამოცდილი ადამიანების გუნდური მუშაობა, რაც ახალ გაერთიანებას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და წარმატებასაც მოუტანს.

ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაცია „სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო”-ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ გამართეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ახალმა მემარჯვენეებმა' ბურჭულაძის ბლოკი დატოვეს
პაატა ბურჭულაძის და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პარტიები გაერთიანდნენ
ხვალ ახალციხეში 'გირჩი' რეგიონულ ოფისს გახსნის
„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
აპც 'გირჩი' სომხურენოვან გვერდს ხსნის
ახალციხეში „გირჩის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა
'გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია' – საპარლამენტო არჩევნებისთვის 5 პარტია გაერთიანდა