FM97.5 / LIVE

დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.07.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციელების ხელფასების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა.

დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა

პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების გაზრდისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გადადგმული, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში.

ჩვენ გვესმის, პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან გამომდინარე, არ არის იდეალური, თუმცა, ეს არის, რაც ჩვენ დღეს შევძელით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს, სოციალური კომპონენტის, ასე ვთქვათ, გასაძლიერებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც გაზრდის სოციალურ გარანტიებს თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს.

დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალიან კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არის მართლწესრიგის ხერხემალი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეფექტიანი სამართლიანი და, ამავდროულად, პოლიტიკურად ნეიტრალური შს სამინისტრო და პოლიცია - ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება განვითარება და რისთვისაც ჩვენ, ასევე, მზად ვართ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

1–ელი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ
'ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია' - გახარია
პოლიციელს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებენ
ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
ვის და რამდენით გაეზრდება პენსია 1–ელი ივლისიდან
მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალურ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის