FM97.5 / LIVE

'საქართველო–სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს'– ზურაბიშვილი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.03.2019
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

'საქართველო–სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს'– ზურაბიშვილი

"მოხარული ვარ არამხოლოდ ვიზიტით, არამედ იმ საუბრებით რაც დღეს გვქონდა. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვართ არამხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ მეგობრული ქვეყნები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია. ჩვენს რეგიონში ბევრი გამოწვევაა და მთავარია ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ამ გამოწვევების წინაშე არის მშვიდობიანი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ-საერთაშორისო ნორმებზე, რათა გადაწყდეს ის კონფლიქტები, რომელიც ანელებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი გადის მოლაპარაკებებზე და დიალოგზე. საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტები, რომელიც არსებობს რეგიონში არანაირად არ იყოს შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროს გააქტიურებაზეც ისაუბრა:
„უნდა ვახსენო კულტურული დარგიც. ნამდვილად არ არის ჩვენი ურთიერთობები იმ დონეზე, როგორიც უნდა იყოს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის და სადაც ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ განვავითაროთ ეს დარგიც".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
სალომე ზურაბიშვილის სომხეთში გარეგინ მეორეს შეხვდა
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება