FM97.5 / LIVE

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 26.04.2016
თინათინ ხიდაშელი: "მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, კმაყოფილი ამ შედეგებით, საქართველო იქნება უფრო დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი".

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი: "მოლოდინები ვარშავის სამიტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატოს წევრი ქვეყნები ვარშავის სამიტიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო ერთიანნი, კიდევ უფრო ძლიერნი.

ჩვენი, როგორც ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატოს. რომლებიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს მთავარი დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა ამ მთავარი გზავნილით, მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში.

გარდა ამისა, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენი ამოცანებიც – საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმთავრესი ამოცანები. ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს.

ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსის სამიტზე მოგვენიჭა, ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ამოცანები და ამბიციები უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, კმაყოფილი ამ შედეგებით, საქართველო იქნება უფრო დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი".


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თინათინ ხიდაშელი: 'საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა'
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]
'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'
საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად
თინათინ ხიდაშელი: „ვარშავიდან მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას და თავდაცვისუნარიანობის მეტად გამყარებას ველოდებით“
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე