FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა

მთავარისიახლე, სამართალი 09.08.2016
ჯერ დააკავეს ქეთევან ხმალაძე და მერე გაჩხრიკეს მისი სახლი, თუ პირიქით; ბრალდებულისა და პოლიციელის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები;

ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა
დღეს, 9 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ნინოწმინდაში მომხადარი ქურდიბოსა და ყაჩაღობის საქმეზე სხდომა 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩვენება 9 მოწმემ მისცა. მათ შორის შვიდი პოლიციის ის თანამშრომელი იყო, რომელმაც მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებაში მიიღო.

პეტრე ობოლაშვილი, ლევან ნებაძე, ვიტალი მოდებაძე, გიორგი პეტაშვილი, დავით მელიქიძე, სანდრო ცაბუტაშვილი და ზურაბ ქავთარაძე იმის შესახებ თუ რა ვითარებაში მოხდა ბრლადებულების დაკავება ტყემლანაში, როგორ გაჩხრიკეს აქ ქეთევან ხმალაძის სახლი, ასევე როგორ ამოიღეს ბრალდებულ ივანე გ–ს მანქანა და ა.შ. ერთსა და იმავე სცენარს აღწერდნენ.

როგორც პოლიციის თანამშრომლები სასამართლოში ყვებოდნენ ბრლადებულებმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწიეს. ამიტომ მათ წინააღმდეგ პროპორციული ძალის გამოყენება დასჭრიდათ.

პოლიციელების თქმით, ბრლადებულები რომ არ გაქცეულიყვნენ ხელები გადაუგრიხეს და იატაკზე დააწვინეს. სწორედ ამ „პროპორციული ძალის გამოყენებით“ ახსნეს მათ ბრალდებულების სხეულსა და სახეზე არა ერთი დაზიანება. ადვოკატების შეკითხვაზე, რატომ სცემეს ბრალდებულები დაკავებისას, ყველა პოლიციელს ერთი პასუხი ჰქონდა: „მსგავს ფქტს ადგილი არ ჰქონია“.

თუმცა, როგორც სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ქეთევან ხმალაძემ განაცხადა, იმ ღამეს მათ დასაკავებლად მისული პოლიციელები არა მხოლოდ ბრალდებულებს, არამედ მის 15 წლის შვილსაც სასტიკად გაუსწორდნენ: „რატომ სცემეთ ჩემი შვილი თოფის კონდახით?! რა გინდოდათ მასთან?!“

ხმალაძეს დღევანდელ პროცესზე ყველა მოწმის დაკითხვა არ მოუსმინია. მან ლევან ნებაძის დაკითხვისას სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ნებაძე ირწმუნებოდა, რომ მაშინ როცა ხმალაძის სახლში ჯგუფებად დაყოფილები სხვა ბრალდებულებს აკავებდნენ, თავად ქეთევან ხმალაძეს ჩხრეკასთან დაკავშირებით უფლებებს აცნობდა: „ხმალაძის ნებართვით გავჩხრიკეთ მისი სახლი, მერე ანა სამსონიძე გამოვიძახეთ და ქეთევანი მან დააკავა“.

საწინააღმდეგოს აცხადებს ხმალაძე. მისი მტკიცებით იგი ჯერ დააკავეს, პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და სახლის ჩხრეკაზე იმ დღესვე, საღამოს წაიყვანეს: „რა დილის რვა საათზე ჩაატარეთ ჩხრეკა?! ეს აბსურდია! ამ აბსურდის თეატრს ვეღარ ვუყურებ. პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებ!“

დარბაზშივე დააფიქსირა პროტესტი, თუმცა სხდომა არ დაუტოვებია ბრალდებულ დარიკო შ–ს. მისი გაღიზიანება სანდრო ცაბუტაშვილის ჩვენებას მოჰყვა. როგორც ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა დარბაზში განაცხდა, მან მონაწილეობა თემურ ბ–ს დაკავებაში მიიღო.

„მაგას თემური კიარ დაუაკვებია მე დამაკავა. სახეზე „მასკაც“ არ ეკეთა და კარგად დამამახსოვრდა“, – განაცხადა დარიკო შ–მ.

ხმალაძის საქმეზე მომავალი სხდომა 11 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ
ქეთევან ხმალაძის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს
ხმალაძის საქმეში ბრალდებულებს სახელმწიფო ადვოკატები დაენიშნათ
ქეთევან ხმალაძე პოლიციელებზე: „თავში მირტყამდნენ, რომ არ დამტყობოდა“
ქეთევან  ხმალაძის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს
რას ჰყვებიან ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულები
დამალა თუ არა ექსპერტმა ქეთევან ხმალაძის დაზიანებები