FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 13.07.2016
ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე ჩვენება საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს.

ქეთევან ხმალაძის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს

დღეს, 13 ივლისს, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, სასამართლოს ჩვენებას პოლიციის ოთხი თანამშრომელი აძლევდა. ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის რაიონული სამმართველოების უბნის ინსპექტორ–გამომძიებლებმა ბრალდებულების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები ადგილის მითითებებით გადაამოწმეს.

პირველი დარბაზში ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი თეონა ივანიძე დაიკითხა. იგი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას თან ქეთევან ხმალაძეს ახლდა. ივანიძემ გამოიყვანა ხმალაძე ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორიდანაც.
მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, სოფელ ტყემლანიდან, ქეთევან ხმალაძის სახლიდან დაიწყო: „ხმალაძის სახლში იკრიბებოდნენ და სუფრაზე დაგეგმეს მეორე დღეს წასვლა“.

ტყემლანიდან, ჩვენების მიხედვით, ბრალდებულები ნინოწმინდაში წავიდნენ.

„ნინოწმინდაში „ლიბერთი ბანკთან“ აკვირდებოდნენ ვალუტის დამხურდავებელს. ივანეს მანქანით იყვნენ. დაყაჩაღების მიზნით გაყვნენ. მანქანა მის სახლთან გააჩერეს“, – იხსენებს ივანიძე.

მისი თქმით, ბრალდებულები აკვირდებოდნენ თუ ვინ იყო სახლში: „ქეთევანი და კობა გადავიდნენ, რომ დაეკაკუნებინათ. ქეთევანმა დააკაკუნა, კარი მოხუცმა ქალმა გააღო. ხელი კრა კობამ ქალს და შიგნით შევარდა. ქეთევანი გამობრუნდა, მანქანაში დაჯდა და მძღოლმა გადააყენა მანქანა“.

როგორც მოწმემ დარბაზში განაცხადა, მას შემდეგ, რაც მანქანაში ყველა დაბრუნდა, მანქანა გორელოვკისკენ წავიდა: „თემური ყვიროდა ქალი მოვკალიო, მან დანა მიაწოდა მძღოლს და მძღოლმა დანა გადააგდო მარცხენა მხარეს. მერე მანქანა გააჩერეს, ტანსაცმელი გამოიცვალეს, გადაყარეს. ქეთევანი და თემური გადმოვიდნენ მერე მანქანიდან და ახალციხისკენ მიმავალ ტაქსს გაყვნენ. მანქანა იქ დარჩა. აქ დასრულდა ექსპერიმენტი“.

დაცვის მხარისა და თავად ხმალაძის შეკითხვები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას პოლიციელების მხრიდან ზეწოლას ეხებოდა. რაზეც მოწმემ განმარტა, რომ რაიმე მსგავსს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როგორც ქეთევან ხმალაძის შეკითხვაში ჩანდა, მას საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

თეონა ივანიძის შემდეგ ჩვენება ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის–ინსპექტორ გამომძიებელმა გენადი კირვალიძემ მისცა. იგი ნოდარ ა–ს საგამოძიებო ექსპერიმენტს დაესწრო. მან, ისევე როგორც ივანიძემ, სოფელ ტყემლანიდან ნინოწმინდამდე ბრალდებულის ჩვენება ადგილების მითითებებით გაიხსენა. როგორც მისი ჩვენებით გაირკვა, ერთ–ერთმა ბრალდებულმა თემურმა მომხდარის შემდეგ ქურთუკი გაიხადა და ტყის პირას თოვლი მიაყარეს.

ტყემლანიდან ნინოწმინდამდე ადგილების მითითებით გაიხსენეს ბრალდებულ ივანე გ–ს ჩვენება ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თორნიკე კახიშვილმა და შალვა ოქრომელიძემ.

ასევე, ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა პაატა გელაშვილმა დღეს სასამართლოს ჩვენება ვერ მისცა. როგორც დარბაზში განმარტეს, იგი ბრალდებულის თბილისში, ციხეზე გადასაყვანად გამოიძახეს.

მომავალი სასამართლო პროცესი 19 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძე პოლიციელებზე: „თავში მირტყამდნენ, რომ არ დამტყობოდა“
ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ყაჩაღობისას მოკლულის შვილი დაკითხეს
ქეთევან ხმალაძე გამომძიებელ  გიორგი ფარცახაშვილს: „რატომ მირტყამდი?!“
ქეთევან  ხმალაძის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს
ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ
რას ჰყვება ქეთევან ხმალაძის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული