FM97.5 / LIVE

დამალა თუ არა ექსპერტმა ქეთევან ხმალაძის დაზიანებები

მთავარისიახლე, სამართალი 09.08.2016
დამალა თუ არა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტმა ქეთევან ხმალაძის დაზიანებები და რატომ შეახსენეს მას ნათესაური კავშირი საქმის ერთ–ერთ გამომძიებელთან;

დამალა თუ არა ექსპერტმა ქეთევან ხმალაძის დაზიანებები
დღეს, 9 აგვისტოს დაახლოებთ ორი საათის განმავლობაში აძლევდა სასამართლოს ჩვენებას სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი დავით მერაბიშვილი. იგი ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე დაიკითხა.

მერაბიშვილმა ექსპერტიზა გარდაცვლილ სონიკ სააკიანს, მის რძალს ემა სააკიანს და ასევე მათ დაყაჩაღებაში ბრლადებულებს ჩაუტარა.

როგორც სასამართლო დარბაზში მერაბიშვილმა განმარტა, სონიკ სააკიანის გარდაცვალების მიზეზი მარცხენა საძილე არტერიის დაზიანება აღმოჩნდა: „ეს მსხვილი არტერიაა და სისხლდენით გარდაიცვალა. გარდა ამისა, მას 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებულა მარცხენა მხარის არეში“.

რაც შეეხება ემა სააკიანს, მერაბიშვილის თქმით, მას ნაჭდევები ჰქონდა სხეულზე, ასევე ტკივილს უჩიოდა კისრის არეში: „ეს მსუბუქი დაზიანებები იყო ჯანმრთელობის მოუშლელად. შეშინებული იყო ძალიან“.

ექსპერტის განმარტებით ბრალდებულ ივანე გ–ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. კობა შ–ს კი სახესა და სხეულზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა: „როგორც მან გამარტა, ეს დაზიანებები ტყემლანის ტყეში შეშის დამზადებისას მიიღო“.

„კობას ამდენი დაზიანება ზურგზე, ფეხზე, წელზე, სახეზე საიდან ჰქონდა, ხეს ხომარ აგორავებდნენ ზედ?“ – ჰკითხა ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ მერაბიშვილს.

„მექანიზმის დადგენა ჩემი კომპეტენცია არ არის“, – უპასუხა ექსპერტმა.

„კობამ არ გითხრათ ხე დაეცა თუ პოლიციამ სცემა?“ – შეუბრუნეს მერაბიშვილს კითხვა ადვოკატებმა.

„ასეთი რამ არ უთქვამს“, – განაცხადა ექსპერტმა სხდომაზე.

დარბაზში ხმაური მერაბიშვილის დაკითხვისას იმ ნაწილს მოყვა, სადაც იგი ქეთევან ხმალაძის სხეულზე დაზიანებებს აღწერდა. ექსპერტის თქმით, ხმალაძეს ორივე ხელზე, იდაყვის არეში მომწვანო–მოლურჯო ფერის დაზიანებები აღენიშნებოდა: „ეს დაზიანებები ბლაგვი მკვრივი საგნით, დაახლოებით 13–15 იანვარს, ანუ დაკავებამდე სამი–ოთხი დღით ადრე ჰქონდა მიყენებული“.

ხმალაძის ადვოკატის კითხვაზე, რატომ არ დააფიქსირა მან ის, რომ ხმალაძეს თით ჰქონდა მოტეხილი, მერაბიშვილმა უპასუხა: „თითი რომ მოტეხილი ჰქონოდა და არ ეთქვა მტკივაო, წარმოუდგენელია. ასეთი რამ არ ყოფილა“.

ექსპერტის ამ განცხადებას თავად ხმალძემ უპასუხა: „თვალის ქუთუთოები რომ მქონდა ჩამობერილი ხომ გითხარი თავში ცემის შედეგია–მეთქი, ეს რატომ არ დააფიქსირეთ?! ისიც ხომ გითხარით, თითი მაქვს მოტეხილი–მეთქი, ესეც რატომ არ დააფიქსირეთ?!“

„არ გიჩვენებიათ! არ გითქვათქვამთ! ქუთუთოებიც არ გქონდა შეშუპებული, რომ გქონოდა დავწერდი“, – უპასუხა მერაბიშვილმა ბრალდებულს და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში იმ ნაწილის წაკითხვა მოითხოვა, სადაც ქეთევან ხმალაძის პირადი მონაცემები შეიტანა – ჩივილები არ აქვსო მიწერია და პირზე მადგებით თითქოს თითი მოტეხილი ჰქონდა“.

ამ განცხადებაზე ექსპერტს დარბაზში დაცვის მხარის წარმომადგენლებმა, საქმის ერთ–ერთ გამომძიებელთან, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთან გიორგი ფარცახაშვილთან ნათესაური კავშირი შეახსენეს: „რა არის თქვენი გამომძიებელი ფარცახაშვილი?“

„ფარცახაშვილი ჩემი სიძის ძმაა“, – უპასუხა მერაბიშვილმა.

ამის შემდეგ დარბაზში ადვოკატების პროტესტი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის მიერ ქეთევან ხმალაძის შემოწმების ადგილს მოჰყვა. როგორც დარბაზში მერაბიშვილმა განმარტა, მან ხმალაძე პოლიციის დეპარტამენტში შეამოწმა. თუმცა არა იზოლირებულ ადგილზე, არამედ იქ სადაც ხალხი და მათ შორის არა ერთი მამაკაცი მოძრაობდა.

მერაბიშვილის შემდეგ ჩვენება, დღეს სასამართლოს პოლიციის რვა თანამშრომლემა მისცა.

მომავალი სხდომა 11 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა ნინოწმინდაში მკვლელობის ადგილზე
ქეთევან ხმალაძე გამომძიებელ  გიორგი ფარცახაშვილს: „რატომ მირტყამდი?!“
ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ხმალაძის საქმეში ბრალდებულებს სახელმწიფო ადვოკატები დაენიშნათ
ქეთევან ხმალაძის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს