FM97.5 / LIVE

ბრალდებულები პოლიციელს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 30.08.2016
ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე დაკითხულ პოლიციის თანამშრომელს, ბრალდებულები ცრუ მოწმეს უწოდებენ;

ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ

დღეს, 30 აგვისტოს ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა. არასრულწლოვნის შემდეგ ჩვენება პოლიციის ორმა თანამშრომელმა, ალექსი ჯვარიძემ და ანა სამსონიძემ მისცა. ორივე მათგანმა სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ჯვარიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, მან გაზგასამართი სადგურიდან ვიდეო კამერის ჩანაწერები ამოიღო, სადაც დაფიქსირებული იყო ის მანქანა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მან ასევე რამდენიმე ბრალდებულის მობილური ტელეფონები დაათვალიერა: „ვნახე შესული და გასული ზარები, ასევე მესიჯები“.

ჯვარიძის შემდეგ დარბაზში ანა სამსონიძე დაიკითხა. მისი თქმით, 2016 წლის 16 იანვარს დილით თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქალი იყო დასაკავებელი და ტყემლანაში უნდა მისულიყო. როგორც სამსონიძე აცხადებს, მან ხმალაძე დააკავა, პირადი ჩხრეკა ჩაუტარა და პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანა.

დაცვის მხარე და თავად ქეთევან ხმალაძე კი ირწმუნებიან, რომ ხმალაძის დაკავებაში ანა სამსონიძეს მონაწილეობა არ მიუღია. მათი მტკიცებით, ხმალაძე ჯერ დააკავეს და სახლის ჩხრეკაზე პოლიციიდან იმ დღეს, საღამოს საათებში წაიყვანეს.

„ცრუ მოწმე ხართ“, – მიმართა დარბაზში ხმალაძემ სამსონიძეს და სთხოვა ის ეზო, სახლი და ოთახი აღეწერა, სადაც დააკავეს. თუმცა, მოწმემ ეს დეტალები ვერ გაიხსენა.

ხმალაძის შეკითხვაზე, რა ეცვა, როცა დააკავეს, სამსონიძემ უპასუხა: „ბეწვიანი მოსაცმელი, ჟილეტი“.

„სახლში მეცვა ბეწვიანი ჟილეტი?! ესეც ტყუილია“, – მიმართა ბრალდებულმა პოლიციელს.

ხმალაძის შემდეგ მოწმეს შეკითხვები ბრალდებულმა დარიკო შ–მ დაუსვა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულის თქმით, იგი იმავე ღამეს ხმალაძესთან ერთად დააკავეს. თუმცა, სხდომაზე ანა სამსონიძე ირწმუნებოდა, რომ დარიკო შ–ს დაკავების გადაწყვეტილება, მისი ჩვენების შემდეგ პროკურორთან ერთად მიიღეს.

„გიორგი ფარცახაშვილი რომ შემოვიდა ოთახში და სახეში მირტყამდა გახსოვთ?“ – ჰკითხა დარიკო შ–მ სამსონიძეს.

„შეიძლება ფარცახაშვილი შემოვიდა და გავიდა, მაგრამ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, – უპასუხა სამსონიძემ.

მოწმეების დაკითხვის შემდეგ წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლიეს.

მომავალი სხდომა 31 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის 50–მდე მოწმეა დაკითხული.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში მომდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 6 პირი 2016 წლის 16 იანვარს დააკავეს. მათ შორის ხუთს ჯგუფურ ყაჩაღობაში, ერთს ყაჩაღობასთან ერთად მკვლელობაში, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა
‘ყაჩაღობისას სკოჩი დარჩათ და საქმე იმიტომ ჩაეშალათ’ – მოწმე ხმალაძის საქმეზე
ქეთვან ხმალაძის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
ქეთევან ხმალაძე გამომძიებელ  გიორგი ფარცახაშვილს: „რატომ მირტყამდი?!“
ქეთევან ხმალაძის საქმე დასრულდა – დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს