FM97.5 / LIVE

რას ჰყვებიან ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულები

მთავარისიახლე, სამართალი 17.08.2016
ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ჩვენებაში მხოლოდ პოლიციის მხრიდან ცემაზე საუბრობს.

რას ჰყვებიან ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულები

დღეს, 17 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ბრალდებულების დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლეს ადვოკატებისთვის შენიშვნისა და გაფრთხილების მიცემა, იმის შესახებ, რომ მოწმეს ხელს უშლიდნენ და კარნახობდნენ კიდეც, არა ერთხელ მოუხდა.

პირველი ჩვენება ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულმა კობა შ–მ მისცა. იგი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობს. კობამ ჩვენების მიცემა იმ დილიდან დაიწყო, როცა იგი მეუღლესთან და ერთ–ერთ ბრლადებულთან დარიკო შ–სთან ერთად დააკავეს. თუმცა, მანამდე განმარტა, რომ იგივე საქმეში ბრალდებულ თემურ ბ–ს ციხიდან იცნობდა და ნინოწმინდაში გარკვეული დროის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა კიდეც.

როგორც კობა შ. ყვება, 16 იანვარს, გამთენიისას, ქეთევან ხმალაძის სახლში, იმ საძინებელ ოთახში, სადაც მეუღლესთან ერთად ეძინა, 15–მდე პოლიციელი შეიჭრა: „ძირზე დამაგდეს, ერთი მუცელზე მაჯდა, გაშლილ ხელებზე ფეხებით მადგნენ. მირტყამდნენ, თვალები უნდა დაგთხაროთო, ჩაცმაც კი არ მაცალეს“.

კობა შ–ს თქმით, მისთვის დაკავებისას არც უფლებები განუმარტავს ვინმეს და არც ის იცოდა, თავისუფლება რატომ აღუკვეთეს: „პოლიციაში რომ მიმიყვანეს,პირსაბანთან სისხლები ჩამომბანეს, მერე მითხრეს მუხლებზე დაიჩოქე, ფეხებზე გვაკოცეო. მაგას არ გავაკეთებდი. ამიტომ წყლის ბოთლი გამოიღეს და ის მირტყეს. ერთმა გააფრთხილა, თავით არ ურტყა, ბოთლი დაეტყობაო. მერე წიხლებიც მირტყეს“.

როგორც კობა შ. აცხადებს, მას ცემისას პოლიციის თანამშრომელბმა უთხრეს, რომ მიღებული დაზიანებები სამედიცინო ექსპერტთან ისე უნდა აეხსნა, თითქოს ტყეში ხის დამზადებისას მიიღო. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ისე სცემეს, რომ დროებითი მთავსების იზოლატორი არ ღებულობდა: „ექიმებმა თქვეს, ასე ვერ მიგიღებთო და საავადმყოფოში წამიყვანეს, იქ ნემსი გამიკეთეს მხარში. მერე პოლიციამ მითხრა, აღარ თქვა, რომ ცუდად ხარ, ახალი წლის ღამეა, ჩვენც დასვენება გვინდაო და იზოლატორში მომათავსეს“.

ბრალდებულმა ამის შემდეგ ჩვენების მიცემა შეწყვიტა და განაცხადა, რომ აღარც პროკურორის და არც ადვოკატების შეკითხვებს უპასუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი, როგორც მოწმე, ისე იკითხებოდა და მოსამართლის მხრიდან გაფრთხილებული იყო, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი უნდა გაეცა.

კობა შ–სგან განსხვავებით, თითქმის ყველა შეკითხვას გასცა პასუხი მისმა მეუღლემ დარიკო შ–მ. მან ჩვენებაში დაადასტურა, რომ ყველა ბრალდებული ქეთევან ხმალაძის სახლში 16 იანვრამდე იყო შეკრებილი. მანაც ყურადღება პოლიციელების მხრიდან ცემასა და დამამცირებელ მოპყრობაზე გაამახვილა: „მე და ქეთინო ერთად გამოგვიყვანეს სახლიდან. პოლიციაშიც ერთად მიგვიყვანეს. იქ თავში მირტყამდნენ, ვინც მცემა, ამოცნობა შემიძლია, აქ იყო დაკითხვაზე, ვიტალი ჰქვია“.

დარიკო შ–სგან განსხვავებით, ყაჩაღობაში ბრალდებულებმა ქეთევან ხმალაძემ და ნოდარ ა–მ დუმილის უფლება გამოიყენეს. ამავე საქმეში მკვლელობაში ბრლადებულმა თემურ ბ–მ კი ჯერ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა სურდა, შემდეგ კი გადაიფიქრა: „ამ ეტაპზე ჩვენებას არ მივცემ“.

მომავალ სხდომაზე, 24 აგვისტოს 13:00 საათზე, ექსპერტები დისტანციური წესით დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ხმალაძის საქმეში ბრალდებულების შესაძლო ცემის ფაქტს პროკურატურა იძიებს
ქეთევან ხმალაძე პოლიციელებზე: „თავში მირტყამდნენ, რომ არ დამტყობოდა“
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
ხმალაძის საქმეში ბრალდებულებს სახელმწიფო ადვოკატები დაენიშნათ
ქეთევან  ხმალაძის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს
ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა