FM97.5 / LIVE

ახალციხეში შესაძლოა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 09.08.2016
რას ითვალისწინებს კანონი მაშინ, როდესაც მოქმედი მერი მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება.

ახალციხეში შესაძლოა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს

ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე, „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხე – ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. კოპაძე ამომრჩევლებს 7 აგვისტოს წარუდგინეს.

როგორც იურისტები განმარტავენ, გიორგი კოპაძეს უფლებ აქვს კანდიდატად დასახელებიდან 30 დღის განმავლობაში დარჩეს ახალციხის მერის პოზიციაზე. ამ დღეების განმავლობაში მან რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს. კომისიისთვის მიმართვიდან ორი დღის ვადაში კი, მერის თანამდებობა ოფიციალურად უნდა დატოვოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი და ქალაქის მერმა თანამდებობა დატოვა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით შუალედური არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„არჩევნები ინიშნება, როდესაც მერის ან გამგებლის გადადგომიდან დარჩენილია წელიწადზე მეტი დრო. წელიწადს ერთი დღეც რომ გადასცდეს, უნდა დაინიშნოს არჩევნები. იმ შემთხვევაში თუ წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი, არჩევნები არ გაიმართება“,– ამბობს ირმა პავლიაშვილი. შუალედური არჩევნების დროს არჩეული ახალი მერი თანამდებობას იმ ვადით დაიკავებს, რაც ყოფილ მერს ჰქონდა დარჩენილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 169–ე მუხლის მიხედვით მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ, გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. როგორც ადმნისტრაციაში განმარტავენ, ხვალ მის განცხადებას საკრებულო ცნობად მიიღებს და მერის მოვალეობის შესრულება ვიცე–მერს, ილია ზარდიაშვილს დაეკისრება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ვინაიდან შემდეგ არჩევნებამდ ერთ წელზე მეტი რჩება, ახალციხეში შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ვინაიდან მერმა განცხადება უკვე დაწერა, იქნება თუ არა არჩევნები ახალციხეში, დაახლოებით 10 დღეში გაირკვევა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა
ხვალ გაირკვევა, იქნება თუ არა ახალციხის მერის არჩევნებიც 8 ოქტომბერს
ახალციხის მერმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება
ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნა
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა