FM97.5 / LIVE

პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2016
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს – თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება.

პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული

„მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს – ქალბატონ ქეთი ციხელაშვილს და ლევან იზორიას, მინდა ვუსურვო მათ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული. ძალიან კვალიფიციური ორი ახალი წევრი შემოგვემატა და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით,“– აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ასევე წარმატებები უსურვა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მისივე განმარტებით, სამთავრობო ცვლილება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ყოფილი თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძე საარჩევნო პროცესში ჩაერთვება.

„წარმატება მინდა ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მან ძალიან ეფექტურად დაიწო მოღვაწობა აჭარაში. ზურაბი გახლავთ ყოფილი დიპლომატი, ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის თავმჯდომარე იქნება. რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, არჩევნებთან დაკავშირებით მას მოუწევს უკვე საარჩევნო პროცესში ჩართვა და ეს ცვლილება სწორედ ამით იყო განპირობებული. მინდა, გადავუხადო მას მადლობა და ასევე წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად უკვე არჩევნების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ყოფილი პრემიერი თანამშრომლებს გამოეთხოვა [Photo]
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
"აჭარის მთავრობიდან ჭელაში სტუმრობას არავინ გეგმავდა"
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში