FM97.5 / LIVE

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა

მთავარიპოლიტიკა 25.12.2015
დღეს, 25 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილსა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელა ირაკლი ღარიბაშვილს ხვდებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ღირსეული კანდიდატი შეარჩია: „ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი, ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით. მინდა ვუსურვო წარმატებები ბატონ გიორგის, მის გუნდს”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მიმავალ პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარ ირაკლის დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს, ოპოზიციაში ერთად დგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ კიდევ ძალიან ბევრ საქმეს ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აქვე, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას სრულ ნდობას უცხადებს და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი როგორც ინსტიტუტი, მას ნდობას გამოუცხადებს და იგი ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კიდევ უფრო წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა   დასამტკიცებლად წარუდგინა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დასახელდა
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს
მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა
ნოდარ ხადური ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის
პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული
გიორგი კვირიკაშვილი სომეხ მეხანძრე – მაშველებს – 'მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის'