FM97.5 / LIVE

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.02.2017
რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაცია და გუბერნატორების როლი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების ეფექტური განხორციელების პროცესში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გუბერნატორების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები.

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობის აუცილებლობას მთავრობის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განხორციელებაში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრემიერმა გუბერნატორებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
გახარია მხარის რწმუნებულებს -'თქვენი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა პრობლემების შექმნა'
პრემიერ–მინისტრი რეგიონებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა
პრემიერი გუბერნატორებს: 'მზად უნდა იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად'
პრემიერმა  ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეებს საქართველოს მთავრობის რეფორმები გააცნო
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა