FM97.5 / LIVE

თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.06.2016
დღეს, 3 ივნისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილზე ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნება.

თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, თამარ სანიკიძე ისევ "ქართული ოცნების" გუნდში რჩება.

“მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის:„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში. მან დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე ESM-ის ბიზნეს სკოლა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ინოვაციისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში".

შეგახსენებთ, რომ თამარ სანიკიძე განათლების და მეცნიერების მინიტრად 2013 წლის ივლისს დაინიშნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარ სანიკიძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა