FM97.5 / LIVE

ახალი მოადგილე ერთი წლის შემდეგ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილე შეარჩია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.08.2016
ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე–ჯავახეთის მხარეში, აკაკი მაჭუტაძემ, მოადგილე დანიშნა. ეს პოზიცია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი მიქელაძემ დაიკავა.

ახალი მოადგილე ერთი წლის შემდეგ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილე შეარჩია

მიქელაძის დანიშვნის შესახებ ბრძანება 1 აგვისტოს დაიწერა. გუბერნატორის მოადგილის რანგში მუშაობას კი, ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, დღეიდან, 2 აგვისტოდან შეუდგა.

როგორც გიორგი მიქელაძე აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ გუბერნატორს ერთი მოადგილე ეყოლება, იგი ყველა კუთხით იმუშავებს: „ჯერ რომელიმე კონკრეტული მიმართულებით მუშაობაზე ჩამოყალიბებული არ ვარ, ყველა საქმეს შევითავსებ“.

მიქელაძე ამბობს, რომ გუბერნატორისგან შეთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო: „წლებია აქ, აპარატში ვმუშაობ და კარგად მიცნობს. ვფიქრობ არ გაუჭირდებოდა გუბერნატორს ჩემი მოადგილედ შერჩევა“.

გიროგი მიქელაძე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად 2012 წლის მაისიდან მუშაობს. იქამდე ახალციხის გამგეობაში სხვადსხვა პოზიციები ეკავა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს მოადგილე გასული, 2015 წლის ივლისიდან აღარ ჰყავდა. შეგახსენებთ, ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილის პოზიცია 13 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის ერთადერთი მოადგილე იყო. მას ეს პოზიცია წელიწადნახევარი, 2014 წლის 3 იანვრიდან, 2015 წლის 13 ივლისამდე ეკავა. აკაკი მაჭუტაძეს, რომელიც გუბერნატორად 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა, მეორე და მესამე მოადგილეები არ დაუნიშნავს და კაჭკაჭაშვილის წასვლის შემდეგ მოადგილე აღარ ჰყოლია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე დანიშნა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომლები მუშაობას შეუდგნენ