FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს

მთავარიპოლიტიკა 14.07.2015
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე მისი მოადგილის, ავთანდილ კაჭკაჭაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების თემის კომენტირებისას, რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს

„პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რაც შეეხება მის მუშაობას, დადებითად ვაფასებ“,– განაცხადა გუბერნატორმა ჟურნალისტებთან ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, გუშინ დატოვა. მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ დღეს დილით გაავრცელა. დილით აკაკი მაჭუტაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტთან კაჭკაჭაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბარი არ ისურვა.

სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კი გვითხრეს, რომ კაჭკაჭაშვილის სამსახურიდან წასვლა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი 2014 წლის 3 იანვარს დაინიშნა. „სამხრეთის კარიბჭესთან“ მან განაცხადა, რომ მუშაობას სხვა საჯარო სამსახურში აპირებს, თუმცა, სად არ დააკონკრეტა.

ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის ერთადერთი მოადგილე იყო. ამ დრომდე აკაკი მაჭუტაძეს, რომელიც გუბერნატორად 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა, მეორე და მესამე მოადგილეები არ დაუნიშნავს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ახალი მოადგილე ერთი წლის შემდეგ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილე შეარჩია
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე დანიშნა
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
აკაკი მაჭუტაძე: საკადრო ცვლილებები უმტკივნეულო იქნება
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა