FM97.5 / LIVE

”მასწავლებლები სამოქალაქო განათლებისთვის”

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.01.2013
ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პედაგოგები ინტეგრირებული გაკვეთილების შემუშავებაზე მუშაობენ. მანამდე ისინი ასოციაციას შექმნიან, რომელიც იქნება ერთგვარი ხიდი მასწავლებლებსა და სამინისტროს შორის.

”მასწავლებლები სამოქალაქო განათლებისთვის”
აღნიშნული იდეა პედაგოგებს ერევანში შეხვედრისას გაუჩნდათ. პროექტის, ”დემოკრატია იწყება შენით” ფარგლებში, 17-20 იანვარს საქართველოს 20 მასწავლებელი ერევანს სტუმრობდა.

”ორი დღეა საქართველოში დავბრუნდი. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრაქტიკიდან მიღებული ცოდნა და დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილები”, - ამბობს პროექტის ტრენერი სამცხე-ჯავახეთში ნინო ნადირაძე.

პროექტი მესამე წელია ხორციელდება ფონდ ”კონრად ადენაუერისა” და თბილისის პოლიტიკური სკოლის მიერ. პროექტი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. თითოეული ქვეყნიდან 20 სკოლა და 10 მასწავლებელია შერჩეული. შარშან და შარშანწინ მასწავლებლები საქართველოში შეიკრიბნენ, წელს კი ქართველი მასწავლებლები ესტუმრნენ ერევანს, კერძოდ დილიჟანს.

ნინო ნადირაძის თქმით, შეხვედრაზე მასწავლებელთა ურთიერთობის სამი რგოლი განიხილეს: მასწავლებელთა ურთიერთობა სკოლებში, მათი ურთიერთობა ქვეყნის შიგნით და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

”გაჩნდა იდეა შეიქმნას ასოციაცია ”მასწავლებლები სამოქალაქო განათლებისთვის”. ვფიქრობ, ეს ასოციცია იქნება ერთგვარი ხიდი მასწავლებლებსა და სამინისტროს შორის”, - განმარტავს ნადირაძე.

იდეის განხილვა უახლეს მომავალშია დაგეგმილი.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის ორი მოსწავლე ერევანში მიემგზავრება
„დემოკრატია იწყება შენით“
ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს
მასწავლებლები პროფესიულ უნარებს აბარებენ
სამცხე-ჯავახეთში კულტურული გამოცოცხლება იწყება
დღეიდან სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსით ისარგებლებენ
ზოგადპროფესიულ  უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო