FM97.5 / LIVE

სოფელ გურკელში დათვმა ორი მამაკაცი დაგლიჯა

მთავარისიახლე, სამართალი, შემთხვევა 28.07.2016
ახალციხეში, სოფელ გურკელში, დათვმა ორი ადგილობრივი დაგლიჯა. ორივე მამაკაცი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სოფელ გურკელში დათვმა ორი მამაკაცი დაგლიჯა

შემთხვევა დღეს, 28 ივლისს, საღამოს, სოფლიდან მოშორებით მოხდა. 62 წლის ალექსანდრე ჭ. –ს დათვი თივის მოგროვებისას დაესხა თავს. ამის შემდეგ კი, იგივე დათვმა, სარწყავ არხთან 50 წლის შოთა ყ. დაკბინა.

ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში განგვიმარტეს, „ერთსაც და მეორესაც წინა მხრის ღია ჭრილობა აქვს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.

აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომდგენლის გრიგოლ ღამბაშიძის თქმით, ადგილი სადაც შემთხვევა მოხდა, ტყესთან ახლოსაა: „ჯერ ალექსანდრე დაგლიჯა. იქიდან რომ გაიქცა, სარწყავი წყლის არხთან შოთა იყო და მერე იმას ეცა“.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთი დაშავებული, ალექსანდრე, სოფელში თავისი ფეხით ჩავიდა. მეორე კი მისაშველებლად თანასოფლელებს ტელეფონით დაუკავშირდა.

„ყვიროდნენ გვიშველეთო. ყვირილზე ხალხიც მივიდა და სასწრაფოში დარეკეს“, – ამბობენ ადგილობრივები.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

„შედგა გასაუბრების ოქმი. მიმდიანრეობს წინა საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს–ში.

[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა
სოფელ მუგარეთში მტაცებელმა პირუტყვი დაგლიჯა
ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავტოავარია მოხდა
ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა