FM97.5 / LIVE

ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

მთავარისამართალი 03.02.2015
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.

ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

თანამედროვე სტანდარტების და უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები განთავსდება. მინისტრის მოადგილემ შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებზე მუშაობას აძლიერებს. დაცვის პოლიციის მიერ აღნიშნულ ტურისტულ ზონაში დაცულია 70-ზე მეტი ობიექტი (სასტუმროები, კომერციული ობიექტები, აგარაკები). დაცვის პოლიცია ასევე იცავს სათხილამურო ტრასის საბაგირო გზას. შესაძლო განგაშებზე დროული რეგირების მიზნით, ოპერატიული ჯგუფები ავტომობილების გარდა, სპეციალური თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალებებითაც (ბურანები) არიან უზრუნველყოფილნი.

„შსს-ს დაცვის პოლიციის ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) ახალი შენობების შემდეგ, ბაკურიანის შენობა მე-4 ახალი შენობაა, სადაც დაცვის პოლიციის დანაყოფები განლაგდნენ. პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 2015 წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, – აცხადებენ შსს–ში.

მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დაცვის პოლიციის 9 თანამშრომელი სამინისტროს მედლებით დააჯილდოვა 10, 15 და 20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის. დაცვის პოლიციის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ მინისტრის მადლობის სიგელი დაცვის პოლიციის 3 ქალბატონ თანამშრომელს გადასცა. თორმეტივე დაჯილდოვებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია.

ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

ბაკურიანში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში დაცვის პოლიციის შენობა გაიხსნება
ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ახალი უფროსი წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

შს მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
შსს: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე
სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა