FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილმა ფრაქცია შეიცვალა

მთავარიპოლიტიკა 18.01.2013
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი ფრაქცია ”ნაციონალებიდან” ფრაქცია ”რეგიონებში” გადავიდა.

ვაჟა ჩიტაშვილმა ფრაქცია შეიცვალა

ჩიტაშვილმა ფრაქცია ”ნაციონალების” დატოვებასა და ფრაქცია ”რეგიონებში” გადასვლის შესახებ განცხადება ერთდროულად დაწერა, თუმცა როგორც თავად ”სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა, ინფორმაცია მხოლოდ ფრაქცია “ნაციონალებიდან” წამოსვლის შესახებ გავრცელდა.

”ბევრი მირეკავს, რატომ დავტოვე ფრაქცია. იმით თუ სად გადავედი, რატომღაც არავინ დაინტერესდა”, - გვითხრა ჩიტაშვილმა.

მისი განმარტებით, ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სამი ფრაქცია აქვს: ”ნაციონალები”, ”მაჟორიტარები” და ”რეგიონები”. ამდენად, მან იმავე პარტიის სხვა ფრაქციაში გადაინაცვლა. ასე იმიტომ არჩია, რომ ფრაქცია ”რეგიონებში” არიან ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

”სხდომები ერთდროულად იქნება, ერთად წავალთ და მოვალთ, ვისაუბრებთ და მუნიციპალიტეტების ამბებს ერთდროულად დავგეგმავთ. ამიტომ ვამჯობინე ფრაქცია ”რეგიონებში” ყოფნა”, - აცხადებს ჩიტაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა მაჟორიტართან
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში
ახალციხის თემის საკრებულოში ფრაქცია ‘ნაციონალების’ ხელმძღვანელი შეიცვალა
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
”ნაციონალებმა” ახალი ფრაქცია შექმნეს
რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’